სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა აშენდება

1338

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობაში მეხანძრე-მაშველებისთვის სატრენაჟორო დარბაზის მოწყობაც არის დაგეგმილი.

“ეს იქნება გარკვეული საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც სარგებლობა არა მხოლოდ მეხანძრე-მაშველებს, არამედ მოხალისეებსაც შეეძლებათ’’,-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილმა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო არ არსებობდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტს აღნიშნული დეპო 2019 წლის სექტემბრიდან მოემსახურება. სახანძრო-სამაშველო შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისი იქნება. ასევე, ახალი შენობის გახსნისთანავე, განახლდება სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტოპარკიც.

ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოში პირველ ქართულ სახანძრო-სამაშველო მანქანას აწყობენ.