კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის შიდა გზაზე ასფალტს აგებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლისთვისაც 3 532 000 ლარი იხარჯება, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვევბული კოპმანია "საგზაო სამშენებლო სამმართველო N1" აწარმოებს. "გზის სიგრძე 4 500 გრძივი მეტრია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 3 532 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული გზის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდასაც, ვინაიდან ქვათახევის ტაძრისკენ მიმავალმა ტურისტმა აღნიშნული გზით უნდა ისარგებლოს", - აღნიშნა კასპის...
ქალაქ კასპში გრიშაშვილის ქუჩის ე.წ. "მუხები-ს" გზის მოასფალტება მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ამჟამად მოწყობილია სანიაღვრე არხი და მიმდინარეობს ასფალტის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები. "გზის სიგრძე 500 გრძივი მეტრია და მასზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 293 989 ლარი იხარჯება. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "მილენიუმ ბილდრ გრუპი“ ასრულებს. გრიშაშვილის ქუჩა მიუვალი და მოუწესრიგებელი იყო, რომელიც გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. გზის ახალი საფარი, სანიაღვრეები, ლითონის ცხაურები,...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქვეშში შიდა საავტომობილო გზას აწესრიგებენ. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, მერიის ცნობით, 18 სმ სისქის ბეტონის გზა 1 125 გრძივ მეტრზე დაიგება. ამასთან, მოეწყობა გვერდულები და სანიაღვრეები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 550 000 ლარს შეადგენს. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის წლის ბოლომდე დასრულდება.
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით 10 დეკემბრიდან პერმანენტულ აქციებს იწყებს. მისი თქმით, მახათაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 7 საქმეა აღძრული. ამასთან, გოგლიჩიძე ამბობს, რომ მახათაძემ არ შეასრულა ადგილობრივი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე. გოგლიჩიძემ 9 დეკემბერს პრესკლუბ "მედიარუმში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,რომ  თუკი კახა მახათაძე დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, 200–მდე მხარდამჭერთან ერთად მერიის შენობის პიკეტირებას დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში...
ტელეკომპანია "იმედი" როგორ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობები? ხელისუფლებას საკუთარი გეგმები აქვს, თუმცა, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გეგმებს კრიტიკულად აფასებენ. https://www.youtube.com/watch?v=aEx6ZWi5tvg&feature=share&fbclid=IwAR2S-US8YFT7icgrnvaoPFg_yR9kRqkfs6884LBhm5GcVGb1AB5QUD7Mlhk
ტელეკომპანია "კავკასია" როგორც ცნობილია, ხელისუფლება დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია ჯერ მომზადებული არ არის, მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების ახალი სქემა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს გათანაბრებითი ტრანსფერის ნაცვლად, დღგ-ის 19%-ს გაუნაწილებს. ცენტრალურ ბიუჯეტში გადაინაცვლებს საშემოსავლო გადასახადის ის მცირე ნაწილიც, რაც 2017 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში რჩებოდა. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის ინიციატივას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ დაფინანსების ეს მოდელი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ორი საჯარო სკოლა გარემონტდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრანტის სახით 646 500 ლარი გადაეცა, რომელიც სკოლებში სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება“, - ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დავით გახარიამ განაცხადა. კერძოდ, 174 ათასი ლარი სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის სარემონტო...
წინა სტატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კონსტანტინე კაკავა მერიის ა(ა)იპ-ების საქმიანობის შესწავლის მიზნით, კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, საკრებულოს დეპუტატებმა შეისწავლეს მერიის ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობა და წინასაწარი შეფასებით, გაერთიანება და გამსხვილება არაეფექტური აღმოჩნდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "რამდენიმე ა(ა)იპ-ის გაერთიანების შედეგად, არავითარი ფინანსური კლება არ გვაქვს, გაერთიანებული ა(ა)იპ-ების მართვა გახდა არაეფექტური, ამიტომაც მივმართავ საკრებულოს, რომ შევქმნათ დროებითი სამუშაო კომისია ა(ა)იპ-ების საქმიანობის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გარევაჭრობის მოწესრიგების საკითხის შემსწავლელ კომისიას სამუშაო კომისიას ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა და გავუგრძელეთ ვადა 3 თვით, არ არის დამდგარი კონკრეტული შედეგი, კომისიამ ვერ უზრუნველყო დაკისრებული ყველა ამოცანის გადაწყვეტა იმ სამთვიან ვადაში“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ. გარევაჭრობის მოსაწესრიგებლად დროებითი სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის აგვისტოში შეიქმნა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი საკადრო ცვლილებებს გეგმავს. არჩილ ხანდამაშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის დაიწყება ეს პროცესი და ვერც იმაზე საუბრობს, მერიის რომელი თანამშრომლები გათავისუფლდებიან თანამდებობიდან, თუმცა ამბობს, რომ მერიის მუშაობით კმაყოფილი არ არის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. "თანამშრომლები, რომლებიც ვერ შეძლებენ მუშაობას და ვერ შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, გათავისუფლდებიან თანამდებობიდან. ეს ნებისმიერ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს ეხება. მოთხოვნა დიდია, როგორც ინფარსტრუქტურის ისე სხა მიმართულებებით....
"ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ", - ასე ეხმიანება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთან, მაჟორიტარი ამბობს, რომ ამ თემაის შესახებ არ იცის, თუმცა არ უარყოფს, რომ ქუთაისში მეტი აქტივობაა საჭირო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "მინდა, რომ  ქუთაისი იყოს მეტი დატვირთვის,  მეტი აქტივობის ქალაქი ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით განათლების მიმართულებით, რისთვისაც მაქსიმალურს ვაკეთებთ. ამის...
წინა სტატია ქუთაისში "მწერალთა სახლის" ყოფილი შენობის დემონტაჟი დაიწყო. ამ დროისათვის ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით უკვე შეიფუთა ლადო ასათიანის ძეგლი. როგორც ცნობილია, მწერალთა სახლის ყოფილ შენობაში 4 ვარკვლავიან სასტუმროს კომპანია "m² " ააშენებს..ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ მისი ოპერირებისთვის 250 მდე ადგილობრივი დასაქმდება. ამასთან, შეთანხმების თანახმად, მწერალთა კავშირს 400...
ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი), ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა, სადაც მრავლადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 6 დეკემბერს, მღვიმე სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც დაათვალიერეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია. "80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, - აცხადებს...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები უნდა განიხილონ. როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციების პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, ახალი რეგულაციები კი2019 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება. "პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ლიცენზიების გაცემას ტაქსის მძღოლებისთვის. შემდგომ ეტაპზე ახალი რეგულაციები 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. იქნება ორი კატეგორიის ლიცენზია ა და ბ კატეგორიის. ა კატეოგორიის ლიცენზია...
წინა სტატია თბილისის მერიამ 2018 წელს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ვიდეო მოამზადა, სადაც მერიის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გაწეული სამუშაოებია წარმოდგენილი. ამასთან, ვიდეოში ასახულია, პროექტები, რომელიც სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია 3 დეკემბერს გამართა და როგორც მერმა პრეზენტაციაზე განაცხადა დედაქალაქის ბიუჯეტი 2019 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ასევე, მისი თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის...
პარლამენტმა პირველი მოსმენით მთავრობის მიერ “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” კანონში შეთავაზებული ცვლილებები განიხილა, რომლის მიხედვითაც, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია იზრდება. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. წარმოდგენილი პროექტის მიღების შემდეგ, ეროვნული პარკის ტერიტორია, რომლის ფართობიც 69 518 ჰა იყო, 78 201 ჰა. გახდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის მოსასწყობად მომზადდება მენეჯმენტის გეგმა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ სარგებლის მიღება შეძლოს. დეპუტატები დაცული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ