ბოლნისის სოფელ ძველ ქვეშში შიდა გზას აწესრიგებენ

755

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქვეშში შიდა საავტომობილო გზას აწესრიგებენ. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, მერიის ცნობით, 18 სმ სისქის ბეტონის გზა 1 125 გრძივ მეტრზე დაიგება. ამასთან, მოეწყობა გვერდულები და სანიაღვრეები.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 550 000 ლარს შეადგენს. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის წლის ბოლომდე დასრულდება.