ქუთაისში “მწერალთა სახლს” დემონტაჟი უტარდება

936

წინა სტატია

ქუთაისში “მწერალთა სახლის” ყოფილი შენობის დემონტაჟი დაიწყო. ამ დროისათვის ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით უკვე შეიფუთა ლადო ასათიანის ძეგლი. როგორც ცნობილია, მწერალთა სახლის ყოფილ შენობაში 4 ვარკვლავიან სასტუმროს კომპანია “m² ” ააშენებს..ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ მისი ოპერირებისთვის 250 მდე ადგილობრივი დასაქმდება. ამასთან, შეთანხმების თანახმად, მწერალთა კავშირს 400 კვ. მეტრ გარემონტებული ფართი გადაეცემა. ასევე შენარჩუნდება ლადო ასათიანის ძეგლი და ეზოში არსებული მწვანე ნარგავები.  პროექტის მშენებლობა 2020 წლის მე-4 კვარტალში დასრულდება.

“მწერალთა სახლი” გასულ წელს აუქციონზე მიწის ნაკვეთთან ერთად გაიყიდა.