კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის შიდა გზაზე ასფალტს აგებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლისთვისაც 3 532 000 ლარი იხარჯება, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვევბული კოპმანია “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1” აწარმოებს.
“გზის სიგრძე 4 500 გრძივი მეტრია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 3 532 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული გზის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდასაც, ვინაიდან ქვათახევის ტაძრისკენ მიმავალმა ტურისტმა აღნიშნული გზით უნდა ისარგებლოს”, – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომელიც ნოემბრის თვეში დაიწყო 2019 წლის ივლისში დასრულდება.