ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კონსტანტინე კაკავა მერიის ა(ა)იპ-ების საქმიანობის შესწავლის მიზნით, კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, საკრებულოს დეპუტატებმა შეისწავლეს მერიის ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობა და წინასაწარი შეფასებით, გაერთიანება და გამსხვილება არაეფექტური აღმოჩნდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“რამდენიმე ა(ა)იპ-ის გაერთიანების შედეგად, არავითარი ფინანსური კლება არ გვაქვს, გაერთიანებული ა(ა)იპ-ების მართვა გახდა არაეფექტური, ამიტომაც მივმართავ საკრებულოს, რომ შევქმნათ დროებითი სამუშაო კომისია ა(ა)იპ-ების საქმიანობის შესწავლის მიზნით. დაუშვებელია, ასევე, რომ ბიუჯეტის 95 % მის სახელფასო ფონდზე იხარჯებოდეს და დანარჩენი განსახორციელებელ ღონისძებებზე, ამიტომ ლეგიტიმური კითხვები ჩნდება საზოგადოეაში, რატომ არსებობს ეს ა(ა)იპ-ი, თუ ვერ ახორციელებს საქმიანობას“, – განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ის მიესალმება ა(ა)იპ-იების საქმიანობის შესწავლის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას.
“მე ბევრჯერ გამომიხატავს ამასათნ დაკავშირებით ჩემი პოზიცია, ჩვენ ვმუშაობთ მერიასთნ, რომ შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული რეორგანიზაციის კომისია, რომელიც შეისწავლის ამა თუ იმ ა(ა)იპ-ის შენარჩუნების მიზანშეწონილობას და ასევე განსაზღვრავს ამ ორგანიზიაციებში საშტატო ერთეულების რაოდენობას“, – განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.
საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიას თქმით, არ სჯერა, რომ საკრებულოს დეპუტატების ინიციატივა ა(ა)იპ-ების საქმიანობის შესწავლის შესახებ განხორციელდება.
“ის რომ ა(ა)იპ-ებში შტატები გაბერილი იყო და აქ ხალხი პოლიტიკური ნიშნით იყო დასაქმებული, ამაზე უკვე 6 წელია ვსაუბრობთ, აქ ხალხს ასაქმებდნენ იმ ვალდებულებით, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ იღებდა “ქართული ოცნება“, მაგრამ არანაირი ნაბიჯები არ გადაგმულა, როგორც კი სიგნალი იგრძნეს მოსახლეობიდან და დაინახეს პირველი ტურის შედეგები, დღეს ვითომ ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას. მე არ მჯერა ამ ხელისუფლების, მაგრამ ვნახოთ“, – თქვა ბათლომე შელიამ.
კონსტანტინე კაკავა მერიის ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის განხილვაზე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისა და მერიის ბალანსზე არსებული პრადოების გასხვისების ინიციატივითაც გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ 9 ა(ა)იპ-ისა და 2 შპს-ს დასაქმებულთა სტატისტიკა და წლიური ხარჯების მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ზუგდიდს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება.