ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით 10 დეკემბრიდან პერმანენტულ აქციებს იწყებს. მისი თქმით, მახათაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 7 საქმეა აღძრული.
ამასთან, გოგლიჩიძე ამბობს, რომ მახათაძემ არ შეასრულა ადგილობრივი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე.
გოგლიჩიძემ 9 დეკემბერს პრესკლუბ “მედიარუმში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,რომ თუკი კახა მახათაძე დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, 200–მდე მხარდამჭერთან ერთად მერიის შენობის პიკეტირებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები აქამდეც მიმდინარეობდა. მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებდნენ.