რა პროექტები განხორციელდა თბილისში 2018 წელს (ვიდეო)

1324

წინა სტატია

თბილისის მერიამ 2018 წელს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ვიდეო მოამზადა, სადაც მერიის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გაწეული სამუშაოებია წარმოდგენილი. ამასთან, ვიდეოში ასახულია, პროექტები, რომელიც სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია 3 დეკემბერს გამართა და როგორც მერმა პრეზენტაციაზე განაცხადა დედაქალაქის ბიუჯეტი 2019 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ასევე, მისი თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 1-ელი იანვრისთვის დამტკიცდება და არცერთი სამშენებლო ნებართვა დენდროლოგიური პროექტის გარეშე არ გაიცემა.