კასპში გრიშაშვილის ქუჩის მოასფალტებისთვის 293 989 ლარი დაიხარჯება

729

ქალაქ კასპში გრიშაშვილის ქუჩის ე.წ. “მუხები-ს” გზის მოასფალტება მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ამჟამად მოწყობილია სანიაღვრე არხი და მიმდინარეობს ასფალტის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები.

“გზის სიგრძე 500 გრძივი მეტრია და მასზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 293 989 ლარი იხარჯება. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “მილენიუმ ბილდრ გრუპი“ ასრულებს. გრიშაშვილის ქუჩა მიუვალი და მოუწესრიგებელი იყო, რომელიც გადაადგილების პრობლემას ქმნიდა.

გზის ახალი საფარი, სანიაღვრეები, ლითონის ცხაურები, საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდველები ქუჩაზე უპრობლემო გადაადგილებას უზრუნველყოფს”,- აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.