კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით, მეიდანზე, თუმანიანის 23-ში, 23 დეკემბერს 12:00 საათიდან, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამგეობის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემატიკისა და დიზაინის ხელნაკეთი ნივთები.
"გამოფენა მიზნად ისახავს რაიონში შემოქმედებითი უნარების მქონე ადამიანებისა და მათი ნამუშევრების რეალიზაციასა და პოპულარიზაციას", - აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.
20 დეკემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსა და ფერმერთა საბჭოს წევრებმა, 2013–2018 წლებში, რეგიონში განხორციელებულ პრექტებსა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს. ინფორმაციას სამხრეთოს კარიბჭე ავრცელებს.
შეხვედრა, რომელსაც ფერმერები ესწრებოდნენ, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა თამარაძემ გახსნა. მისი თქმით, 2013–2018 წლებში სამცხე–ჯავახეთში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად 131 000 000 ლარი დაიხარჯა. აქედან სახელმწიფომ 73 000 000 გამოყო.
"მნიშვნელოვანი იყო აგროკრედიტები, რომლის მიხედვითაც...
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საბურთალოს რაიონში ქართველი ისტორიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა. მარიამ ლორთქიფანიძე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ღირსების ორდენის მფლობელი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.
კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა მარიამ ლორთქიფანიძის დამსახურებებზე ისაუბრა და დედაქალაქის საკრებულოს ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გახსნის ცერემონიას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები და...
პარასკევს, 21 დეკემბერს, 12:00 საათზე ქალაქ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კოალიციის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრები - ირაკლი მელაშვილი, კოკა კიღურაძე და მაგდა პოპიაშვილი ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრაზე განხილული იქნება თემები: რატომ არ ვარგა ხელისუფლების მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალი წესი, რას სთავაზობენ სამოქალაქო ორგანიზაციები ხელისუფლებას და როგორ მიმდინარეობს...
საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით პრობლემურზე ბევრად მეტი წარმატებული პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ მან "ქრონიკის" ეთერში ისაუბრა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ, მაგალითად ესაა - ქობულეთის შემოვლითი გზა, სადაც ზაფხულიდან უსაფრთხოდ გადავაადგილდებით და ვზოგავთ დროს, დევდორაკის გვირაბი, რომელიც ბოლო ათწლეულებში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, სამწლიანი პაუზის შემდეგ გავხსენით...
წინა სტატია
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გადასაცემი 50-ლარიანი დახმარება, თავდაპირველად, მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში შერეული სახით (როგორც ფულადი, ისე ვაუჩერული) დაინერგება, ნაწილში კი მხოლოდ მონეტარული ფორმის იქნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სერგეენკოს ინფორმაციით, ორივე ტიპის დახმარების გაცემა 2019 წლის იანვრიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში განხორციელდება, შემდეგ კი მის საბოლოო სახეს აირჩევენ.
“ბავშვთა დახმარებებზე...
წინა სტატია
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას, კომპანია "სანოსთან", რომელმაც ქუთაისში სოციალური საცხოვრისი მოაწყო, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ განაცხადა, მერიამ 2019 წლის ბიუჯეტში კომპანიისთვის ასანაზღაურებლად 528 000 ლარი გაითვალისწინა. ეს ის თანხაა, რაც "სანოს" მერიასთან 2017 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ეკუთვნოდა და რის გადახდაზეც მერიამ მას უარი უთხრა. კომპანიამ...
დღეს დილიდან გორის შს სამმართველოს თანამშრომლები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს აკონტროლებენ და იმ ადგილებს იცავენ, რომელსაც გარემოვაჭრეები იკავებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის სიანფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ღონისძიება დილის 9 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სამმართველოს თანამშრომლები ფეხითაც გადაადგილდებიან.
შეგახსენებთ, რომ უკანონო გარევაჭრობა გორში მაისიდან აიკრძალა, თუმცა, დროდადრო ჭავჭავაძის ქუჩაზე ვაჭრობა მაინც იწყება. ფეხითმოსიარულეთა სავალი ნაწილი კი მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, როდესაც პოლიცია მორიგეობას იწყებს.
ამასთან, ცნობილია, რომ მერიის...
წინა სტატია
ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტი, რომელიც სოფელ ურაველში ადგილობრივების პროტესტით შეჩერდა, 2018 წელს ვერ განხორციელდა. შესაძლებელი იქნება თუ არა აღნიშნული პროექტის მომავალ წელს შესრულება, ახალციხის მერიში არ იციან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
2018 წელი ისე სრულდება, რომ ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ ურაველში მცხოვრებლებთან ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია.
"ახალი არაფერია. თან ჯერ ზამთარია, სიცივეებია, გაზაფხულზე რა იქნება არ...
წინა სტატია
"ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
"ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. პირველი 10 თვის განმავლობაში ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობამ 8 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. ეს არის თითქმის 11-პროცენტიანი ზრდა, სასტუმროები იხსნება საქართველოს ყველა კუთხეში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის მეშვეობით განვავითაროთ ჩვენი რეგიონები, ჩვენი კუთხეები. ყველა რეგიონი უნდა გრძნობდეს...
წინა სტატია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, წინასაახალწლოდ წიწვოვნების ჭრის პრევენციის მიზნით მასშტაბურ კამპანიას "ნუ მოჭრი - მორთეს“ ახორციელებს, რომლის მიზანიც საპრევენციო აქტივობებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიას დედაქალაქის შემდეგ დუშეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ.
"დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, სიმბოლურად მოირთო ნაძვის ხე. მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის პრინციპების გათვალისწინებით წინასაახალწლო განწყობა შექმნეს", - აცხადებენ სენაკის მერიში.
ზუგდიდში, საწყობი, რომელიც მერიის ა(ა)იპ "კეთილმოწყობის სამსახურს“ ეკუთვნოდა, მთლიანად დაიწვა. დამწვარია სხვადასხვა სამუშაო იარაღებიც. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ცეცხლი ბენზოხერხს გაუჩნდა, მაშინ როდესაც ჩვენი თანამშრომელი მას სამუშაოს შესასრულებლად ამზადებდა. მას დაზიანებები არ აღენიშნება, დროულად მოახერხა საწყობის დატოვება“, - განაცხადა "კეთილმოწყობის სამსახურის“ ხელმძღვანლის მოადგილემ, მამუკა ციმინტიამ.
აღნიშნულ შენობაში დევნილები ცხოვრობენ, თუმცა ხანძარი მათ საცხოვრებელ ფართში არ გავრცელებულა. ცეცხლის ლოკალიზება მაშველებმა დროულად მოახერხეს.
ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ.
მერიის ცნობით, შეხვედრა ნავთობისა და გაზის რესურსების VIB სალიცენზიო ბლოკის პროდუქციის, წილობრივი განაწილების ხელშეკრულების, მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულების, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და გარემოს დაცვის გეგმას შეეხებოდა.
"კომპანია შპს"ჯორჯიან ქოალეშენ ენერჯი ლიმიტედი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტში ნავთობისა და გაზის მოპოვების წინა სამუშაოებს შეასრულებს. აღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც ერთერთი...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში წყალსადენის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ცენტრალური მაგისტრალი, სატყმბი სადგური და რეზერვუარი მოეწყობა. ამასთან, სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ დაქსელვა-გამრიცხველიანებასაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ 650 ოჯახი სასმელი წყლით მომარაგდება.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 671 375 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "კონფორტმშენ XXI“ აწარმოებს.
ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "საქმილსადენმშენი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 409 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რეაბილიტაცია აღნიშნული გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთს უტარდება, ეწყობა ასფალტის შავი საფარი და სანიაღვრე არხები, ამავდროულად მდინარე სულორზე მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელის მშენებლობაც.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, პროექტს შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ახორციელებს.
"გაზსადენის სიგრძე 2 809 მეტრია. გაზიფიცირების პროექტი 74-მე აბონენტის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს მათი საყოფაცხოვრებო პირობების მკვეთრად გაუმჯობესებას", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































