“ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
“ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. პირველი 10 თვის განმავლობაში ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობამ 8 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. ეს არის თითქმის 11-პროცენტიანი ზრდა, სასტუმროები იხსნება საქართველოს ყველა კუთხეში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის მეშვეობით განვავითაროთ ჩვენი რეგიონები, ჩვენი კუთხეები. ყველა რეგიონი უნდა გრძნობდეს საქართველოში ეკონომიკურ აღმავლობას. ჩვენ ახალი ტურისტული პროექტების, ახალი ატრაქციების შემუშავებას ვიწყებთ, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან“, – განაცხადა ბახტაძემ.