ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “საქმილსადენმშენი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 409 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რეაბილიტაცია აღნიშნული გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთს უტარდება, ეწყობა ასფალტის შავი საფარი და სანიაღვრე არხები, ამავდროულად მდინარე სულორზე მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელის მშენებლობაც.