23 დეკემბერს, კრწანისის რაიონში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

796

კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით, მეიდანზე, თუმანიანის 23-ში, 23 დეკემბერს 12:00 საათიდან, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

გამგეობის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემატიკისა და დიზაინის ხელნაკეთი ნივთები.

“გამოფენა მიზნად ისახავს რაიონში შემოქმედებითი უნარების მქონე ადამიანებისა და მათი ნამუშევრების რეალიზაციასა და პოპულარიზაციას”, – აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.