ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ავტორებმა გამოცემა "რადიო მოზაიკას" განუცხადეს, რომ "ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი გადაწერილია". მათი თქმით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია მათი პროექტის განხორციელებას საავტორო უფლებების უგულებელყოფით ცდილობს. ცნობისთვის, თავშესაფრის მშენებლობის პროექტზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე ჩაატარა და გამარჯვებული კომპანიაც გამოავლინა. ხელისუფლებამ კი უკვე ისიც დაანონსა, რომ მიუსაფარ ცხოველთა პრობლემების გადაჭრის მიზნით, თავშესაფრების მშნებელობა მიმდინარე წელს დაიწყება. "პროექტი მოპარულია და დეტალების საბოლოო...
წინა სტატია "თეიმურაზ მანველიშვილი, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტს მერიის შენობასთან თავზე ნაგვით სავსე ვედრო ჩამოამხო, ისევ ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობს", -  განცხადება "რადიო მოზაიკასთან" გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ამ ფაქტის შემდეგ მანველიშვილის არც დაწინაურება და არც წახალისება არ მომხდარა. "ის არის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი და ამ სამსახურს შესყიდვების განყოფილებაც ექვემდებარება, რომელსაც სხვა პიროვნება ხელმძღვანელობს და არც შეიძლება...
წინა სტატია 2018 წლის დეკემბერში გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებზე ჯილდოს სახით 161 385 ლარი გაიცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის ბოლოს, საახალწლოდ ჯილდოები მერის მოადგილეებმა - ეკატერინე სუხიშვილმა, გელა კაპანაძემ, ასევე სამსახურის უფროსებმა - ზურაბ ჯალაღანიამ, არჩილ გიუნაშვილმა, დალი ტლაშაძემ, დავით ჩიხრაძემ, რამაზშიოშვილმა, თამარ ზურაბიშვილმა, მირიან კლიმიაშვილმა და ვალერიან რევაზაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა მიიღეს. 2017 წელს, საკანონმდებლო ორგანომ საჯარო მოხელეებზე პრემია - დანამატის...
წინა სტატია გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს (საბავშვო ბაღების გარეშე) თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის წელს 212 100 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა "რადიო მოზაიკას" გორის მერიიდან მიაწოდეს. მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შრომითი ანაზღაურების ნუსხა თანამდებობების მიხედვით, თვეში 17 675 ლარით განისაზღვრება. ეს თანხა კი 26 თანამშრომელზე ნაწილდება. მიუხედავად იმისა, რომ  გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხემძღვანელი ლია კოვზიაშვილი 2019 წლის მიმდინარე თვიდან საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მატებას ანონსდებოდა, ხოლო უშუალოდ სააგენტოს...
წინა სტატია გორის მერიის 2019 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მერიისგან ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია: განცხადება მერის სახელზე; დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;...
წინა სტატია გორის მაჟორიტარი დეპუტატის სახელთან დაკავშირებული კომპანიები ლიდერობას გორის მერიის ტენდერებში ისევ ინარჩუნებენ, თუმცა არა იმ დოზით, როგორც გასულ წლებში იყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. შპს "იბოლია", რომელიც დეპუტატობის შემდეგ მაკრახიძემ სამართავად სხვას გადააბარა, 40%-იანი წილით ეკუთვნის. ამ კომპანიამ გასულ წელს 2 481 775 ლარის ღირებულების 5 ტენდერი მოიგო (590 000+ 448 336+338 900+577 843+526 696) შპს "შარა" კი რომლის 33%-იანი წილი დეპუტატის...
გორის მერიის მიერ გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერებში ძირითადად 7 კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც სხვა პრედენდენტებთან შედარებით, 2018 წელს, ყველაზე მეტჯერ გაიმარჯვეს. მათ შორის ყველაზე მეტი, 8 ტენდერი შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა" მოიგო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. აღნიშნული კომპანია გორის მაჟორიტარ-დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთან დაახლოებულ პირს შოთა აბულაძეს ეკუთვნის. მფლობელის შვილი გიორგი აბულაძე 2010-2012 წლებში სხვადასხვა საიმინისტროებში მუშაობდა. გორის მერიამ გასულ წელს სულ 166 ტენდერი...
წინა სტატია პირველი არხი ხუთთვიანი მუშაობის შემდეგ მზად არის პროექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის გასაზრდელად შემუშავდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მესამე სექტორის მიერ დაწერილი სტრატეგიის განხილვა უკვე რეგიონებში ინაცვლებს. დოკუმენტის წინასწარი ვერსიის მიხედვით, იზრდება დეცეტრალიზაციის ხარისხი, ასევე თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტი, მოქალაქეები კი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული. პროექტის მიმართ შენიშვნები და კითხვები აქვთ ექსპერტებს და მესამე სექტორის ნაწილს. პარლამენტში გაგზავნამდე დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ავტორებს, სავარაუდოდ,...
ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის მიმართულებით 1 867 000 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. "მუნიციპალიტეტში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის...
წინა სტატია თბილისის მერიის ინფორმაციით, ბუშის ქუჩაზე თარგების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. "ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს ტერიტორია და რა რთული სიტუაცია იყო აქ გამწვანების მხრივ. გვინდა, აღნიშნულ ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და მოვაწესრიგოთ. ასევე, შევცვალოთ საინფორმაციო ბანერი, რომელზეც ბუშის ფოტოა განთავსებული. ეს იქნება ერთ-ერთი ლამაზი სივრცე, მოწესრიგებული სარწყავი სისტემებით. ამასთან, რეაბილიტაციის...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1 500 ლარიდან დაიწყება. მისი თქმით, პედაგოგების სახელფასო ანაზღაურების დეტალების შესახებ აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი, ხოლო მათი ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. "ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან...
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე შევა დადგენილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურას გაამარტივებს. "დღეს მთავრობის სხდომაზე შემოდის მნიშვნელოვანი დადგენილება, რომლითაც მარტივდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ძალიან დიდი ხანია, რამდენიმე უწყება მუშაობდა ამ პროცედურის გამარტივებაზე. მინდა ყველა კოლეგას, რომელიც ჩართული იყო ამ...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის მუხლი, რომლითაც ექსპლუატაციაში შეუსვლელ ნაგებობებში ადამიანების ცხოვრება დაუშვებელი იყო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააუქმა და რომ დღეს, კანონით შესაძლებელია იმ შენობებში ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული. "რაც შეეხება კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, მინდა წარმოვადგინოთ კანონი "არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“. ამ კანონში 2006 წელს იყო მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა...
"შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. "მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის ექსპლუატაციაში მიღებასთან. მე მინდა ავხსნა, ზოგადად როგორ ხდება ექსპლუატაციაში მიღება. არქიტექტურის სამსახური გასცემს სამშენებლო...
წინა სტატია "აჭარის მთავრობასთან ერთად ახლა ვმუშაობთ, რომ სოფლის მხარდაჭრის პროგრამის მსგავსი პროგრამა აჭარის სოფლებშიც განხორციელდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რა პრინციპით ამოქმედდა სხვა სოფლებში პროგრამა და რატომ თქვა ცენტრალურმა მთავრობამ მის აჭარაში განხორციელებაზე უარი, პრემიერმა მიზეზები არ განმარტა. მხოლოდ ის თქვა, რომ მუშაობა საკითხზე მიმდინარეობს. "ჩვენ აჭარის ხელმძღვანელობასთან ერთად ვსაუბრობთ მსგავსი ინიციატივის დანერგვაზე...
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. "ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ