გორის მერიის 2019 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მერიისგან ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია: განცხადება მერის სახელზე; დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან; დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
შეგახსენებთ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები გორის მერიისგან ერთჯერად დახმარებას გასულ წლებშიც იღებდნენ. მაშინ თანხა 200 ლარით განისაზღრებოდა.