დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ოჯახმა გორის ბიუჯეტიდან 2018 წელს 5 021 930 ლარი მიიღო

1211

წინა სტატია

გორის მაჟორიტარი დეპუტატის სახელთან დაკავშირებული კომპანიები ლიდერობას გორის მერიის ტენდერებში ისევ ინარჩუნებენ, თუმცა არა იმ დოზით, როგორც გასულ წლებში იყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

შპს “იბოლია“, რომელიც დეპუტატობის შემდეგ მაკრახიძემ სამართავად სხვას გადააბარა, 40%-იანი წილით ეკუთვნის. ამ კომპანიამ გასულ წელს 2 481 775 ლარის ღირებულების 5 ტენდერი მოიგო (590 000+ 448 336+338 900+577 843+526 696)

შპს “შარა” კი რომლის 33%-იანი წილი დეპუტატის მეუღლემ, ციცინო კალანდაძემ შვილს ოფელიამაკრახიძეს გადააბარა, 2018 წელს გორის მუნიციპალიტში 3 ტენდერი მოიგო, რომლის საერთო ღირებულებამ – 2 262 538 ლარი შეადგინა (1 195 236+172 529+894 773)

არქმშენსტუდია 2002″ კი დეპუტატის ძმას, ალექსანდრე მაკრახიძეს ეკუთვნის. ის გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში დირექტორის მოადგილეა. მისი კომპანიის დირექტორად კი 2018 წლის თებერვლიდან სხვა პიროვნებაა რეგისტრირებული. ამ კომპანიამ 2018 წელს, გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან 7 მათგანი მოიგო, რომლის საერთო ღირებულება- 277 617 ლარით განისაზღვრა. (7 413+27 897+21 530+19 544+13 068+ 9 638+ 178 527)

საერთო ჯამში კი დეპუტატის ოჯახის წევრების კომპანიებმა გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 5 021 930 ლარი მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.

მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.