2018 წლის დეკემბერში გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებზე ჯილდოს სახით 161 385 ლარი გაიცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის ბოლოს, საახალწლოდ ჯილდოები მერის მოადგილეებმა – ეკატერინე სუხიშვილმა, გელა კაპანაძემ, ასევე სამსახურის უფროსებმა – ზურაბ ჯალაღანიამ, არჩილ გიუნაშვილმა, დალი ტლაშაძემ, დავით ჩიხრაძემ, რამაზშიოშვილმა, თამარ ზურაბიშვილმა, მირიან კლიმიაშვილმა და ვალერიან რევაზაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა მიიღეს.
2017 წელს, საკანონმდებლო ორგანომ საჯარო მოხელეებზე პრემია – დანამატის გაცემის ახალი წესი განსაზღვრა. ცვლილების მიხედვით, საჯარო მოხელეს უფლება აქვს პრემიის სახით წლიური ხელფასის მხოლოდ – 10%, დანამატის სახით კი 20% მიიღოს. ამ კატეგორიაში არ შედიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, გამონაკლისი მხოლოდ მერის მოადგილეები არიან.