წინა სტატია "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის ძალიან კარგი ფორმატი, რომლის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ ბევრი კარგი რჩევა და რეკომენდაცია, როგორ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ჩვენი რეგიონული მართვის პოლიტიკა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქლაივის საშუალებით. ბახტაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება პროგრამის ბიუჯეტის გაორმაგების - 40 მილიონ ლარამდე გაზრდის შესახებ, რაც ქვეყნის მასშტაბით 3 700 სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდება. “ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პროექტი, ვინაიდან...
ფოთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის ხელფასები 40 ლარით გაიზარდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებულთა გაზრდილი სამუშაო მოცულობის, დატვირთვისა და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სახელფასო ფონდი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 140 ათასი ლარით გაზარდა. "ბაღის მასწავლებლის ხელფასი 2013 წელთან შედარებით, ფოთში გაორმაგებულია. პირველი ცვლის მასწავლებელი 240 ლარის ნაცვლად 460 ლარს აიღებს, მეორე ცვლის კი 160-ის ნაცვლად...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბედნიერების ძეგლი დადგეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ძეგლი არქიტექტორმა ლევან ვარდოსანიძემ შექმნა, იდეის ავტორი კი პროფესორი არსენ გვენეტაძეა. ძეგლზე დატანილია ოლიმპიურ ფერებში შეღებილი ხუთი რკალი, რაც ხუთ კონტინეტს ნიშნავს. ძეგლის თავზე გამოსახულია ნოტები და სამეცნიერო სიმბოლიკა - მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზის საილუსტრაციოდ. სკულპტურა გვირგვინდება მზის ფიგურით. "ეს იდეა წლინახევრის წინ დამებადა. ლევან ვარდოსანიძემ ესკიზი შექმნა....
წინა სტატია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით, განახლებულ ბაღში დამთვალიერებლისთვის ერთჯერადი ბილეთი 3 ლარი, 1 თვიანი აბონემენტი 30 ლარი, 3 თვიანი 60 ლარი, ხოლო, სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა ბოტანიკურ ბაღში 300 ლარი ეღირება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "თუ სწორად ჩავდეთ ინვესტიციები, 2022 წელს ჩვენ ვიქნებით ფინანსურად დამოუკიდებლები“ , - განუცხადა ზუგდიდის საკრებულოს წევრებს საკომისიო მოსმენაზე ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორმა ზვიად ქარჩავამ....
დღეს, პირველ თებერვალს, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ბორჯომში, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შეხვედრა დახურული იყო და მას 15 არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე, რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმაზე გაამახვილა. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა ადგილზე გავცნობოდი რეგიონულ პრობლემებსა და გამოწვევებს. პრობლემები ყველგან არის, მაგრამ...
ახალციხის ბაღების გაერთიანებამ, ახალციხეში გაზის მიმწოდებელ კომპანია "ინტერგაზს“ მიმართა და იმ ბაღებში, სადაც აღსაზრდელები ბუნებრივი აირით თბებიან, გაყვანილობების შემოწმება სთხოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღიდან გაზით მხოლოდ ხუთი, ოთხი ახალციხის და ერთი ვალის ბაღი თბება. "ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ჯერ მხოლოდ სიტყვიერად ესაუბრნენ გაზის კომპანიის ხელმძრვანელს და სთხოვეს, რომ გაგზავნონ სპეციალისტები ბაღებში გაზის შესამოწმებლად“, - ამბობენ ახალციხის მერიაში. "ინტერგაზის“...
სტატიის გაგრძელება ნაკლია-განმუხურის ხიდი რეკონსტრუქციას საჭიროებს. ამის შესახებ შპს "ანაკლია-განმუხური რესორთის“ დირექტორმა ბესიკ თოდუამ ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. თოდუას თქმით, ხიდს, რომელსაც 18 მილიონი ლარი მოხმარდა, საგარანტიო ვადა უკვე გაუვიდა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ხიდი მსოფლიო საუჯეთესო ხიდების ათეულში შედის. "მას სჭირდება ბოგირების დაჭიმვა, ელექტროსისტემის განახლება. ჩვენ უახლოეს დღეებში წარვსდგებით ხარჯაღრიცხვიით და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, თუ კონკრეტულად...
თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში ეზოების კეთილმოწყობა დასრულდა. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, სათამაშო მოედნები N52, N107, N71 და N58 ბაგა-ბაღებში მოეწყო. "აქედან სამი ბაგა-ბაღის ეზოში მოშლილი და დაზიანებული იყო ინვენტარი, ხოლო ერთ ბაღს სათამაშო მოედანი არასოდეს ჰქონია. ბაგა-ბაღების ეზოებში დეკორატიული ბილიკები, ატრაქციონები, კაუჩუკის საფარის მოედნები, სკამები და ურნები მოეწყო.ხოლო,  N71 ბაგა-ბაღში სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად მოეწყო გარე განათების სისტემაც. აღნიშნული სამუშაოები...
აჭარის ორ სამინისტროში ახალი მოადგილეები წარადგინეს. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეწვია და თანამშრომლებს უწყების ხელმძღვანელთან, ინგა შამილიშვილთან ერთად მინისტრის ახალი მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, წარუდგინა. "მე იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო იქნება წამყვანი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც ვგეგმავთ მიმდინარე წელს. ზოგადად, ცენტრალურ განათლების სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც შეცვლის მთლიანად...
სამგორის რაიონში სამ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ვარკეთილში, 3ა მიკრორაიონის N320 კორპუსის მიმდებარე ეზო და ბორდიური მოწესრიგდა და ასფალტის საფარი 2 700 კვ.მ ფართობზე დაიგო. ხოლო, მეორე მისამართზე, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში N314, N315 და N316 კორპუსების მიმდებარედ 2 650 კვ.მ ფართობი წესრიგდება; კერძოდ, როგორც გამგეობაში განმარტავენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა. ხოლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც...
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელ კორპუსებსა და თბილისურ ეზოებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 2 099 000 ლარია გათვალისწინებული. როგორც გემგეობაში აცხადებენ, გასული წლიდან დღემდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახურავების რეაბილიტაცია 29 მისამართზე განახორციელეს, საერთო ჯამში კი 2018 წელს ამხანაგობების 110 პროექტი დააფინანსეს. "მოსახლეობისთვის კორპუსებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია. საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ამხანაგობის განცხადება დავაფინანსოთ. საცხოვრებელ კორპუსებსა...
ქუთაისის საკრებულოს ფრქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, რომ რეგფონდიდან ქუთაისმა 11 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 6 მილიონი მიიღო. მისივე თქმით,  ეს ქალაქში მიმდინარე დაუსრულებელ ინფრასტრუქტულ პროექტებს უკავშირდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. "მიმაჩნია, რომ ეს არის მცირე თანხა. გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა წელს იყო. მე ეჭვი გამოვთქვი და კითხვა დავსვი, ხომ არ უკავშირდება ეს ჩავარდნილ პროექტებს, რომლებიც მერიამ ვერ გააკეთა ხარისხიანად,...
წინა სტატია ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოდან, შესაძლოა, ხუთი წევრი გაიწვიონ. საუბარია იმ წევრებზე, რომლებიც სხდომების უმრავლესობას არ ესწრებიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. კერძოდ, საბჭოდან, შესაძლოა ალექსანდრე ჩინჩალაძე, შოთა გვენეტაძე. დიმიტრი კვანტალიანი, ქართლოს კუტივაძე და ამბერკი დვალიშვილი გაიწვიონ. საბჭოს წევრებმა საკითხზე 31 იანვარს რიგით მეცხრე სხდომაზე იმსჯელეს და შესაბამისი  რეკომენდაციის მომზადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც  ქალაქის მერს გადაეგზავნება. საბოლოო გადწყვეტილება საბჭოდან წევრების გაწვევის შესახებ,...
გორის ციხეზე საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაკვეთით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ გამოცემა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს. სამუშაოებს კომპანია ,,არქიტექსი" ახორციელებს. პროექტი ორ ეტაპს მოიცავდა. ჯამში რეაბილიტაციას 450 000 ლარი დაიხარჯა. მეორე ეტაპის სამუშაოების დროს, გორის ციხის ქვედა გალავანზე შემდეგი სამუშაოები განხორციელდა: არაინვენტარული ხის ხარაჩოს მოწყობა; კედლების გაწმენდა მცენარეებისაგან და ნაყარი მიწისგან; კედლის კონსერვაცია კირ-დუღაბით; კედლის აღდგენა...
გორში, კომბინატის დასახლებაში, გორგასლის ქუჩაზე ახალი ასფალტის საფარი დაიგება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. როგორც გორის მერიაში განმარტავენ, რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში დაიგეგმა, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საიჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა საპროექტო ორგანიზაცია ,,მ-პროქტმა" დაიწყო. "დასკვნის შესაბამისად, გზაზე ახალი ასფალტის დაგებას, დაახლოებით, 758 000 ლარი დასჭირდება. გზის სიგრძე 829 მ-ია. გამარჯვებული კომპანია თებერვლის ბოლოს გამოვლინდება", - აცხადებენ მერიაში.
მიწის გათხრების შედეგად დაზიანებულ კახნიაშვილის ქუჩას 2 თვის განმავლობაში შეაკეთებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. როგორც გორის მერიაში განმარტავენ, 315 მ სიგრძის ქუჩა განსაკუთრებით მაშინ დაზიანდა, როდესაც ასფალტბეტონის საფარქვეშ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია დაიწყეს. მათივე ინფორმაციით, გზის ახალი საფარის დასაგებად გორის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 355 000 ლარი და გამარჯვებული კომპანია თებერვლის ბოლოს გამოვლინდება. საპროექტო ორგანიზაციის ცნობით, მთლიანად გზაზე ფრაქციული ღორღი უნდა შემოიზიდოს, გაიშალოს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ