ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო, შესაძლოა, ხუთმა წევრმა დატოვოს

1101

წინა სტატია

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოდან, შესაძლოა, ხუთი წევრი გაიწვიონ. საუბარია იმ წევრებზე, რომლებიც სხდომების უმრავლესობას არ ესწრებიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

კერძოდ, საბჭოდან, შესაძლოა ალექსანდრე ჩინჩალაძე, შოთა გვენეტაძე. დიმიტრი კვანტალიანი, ქართლოს კუტივაძე და ამბერკი დვალიშვილი გაიწვიონ.

საბჭოს წევრებმა საკითხზე 31 იანვარს რიგით მეცხრე სხდომაზე იმსჯელეს და შესაბამისი  რეკომენდაციის მომზადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც  ქალაქის მერს გადაეგზავნება. საბოლოო გადწყვეტილება საბჭოდან წევრების გაწვევის შესახებ, გიორგი ჭიღვარიამ უნდა მიიღოს.

საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა ბიზნესმენმა ამბერკი დვალიშვილმა, თუმცა, ოფიციალურად ის ჯერ კიდევ საბჭოს წევრად რჩება. უკვე ცნობილია, რომ საბჭოს შემადგენლობაში შევა მწერალი ლია გვენეტაძე.

სხდომას ქუთაისის მერი არ დასწრებია.