სამგორის რაიონში სამ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ვარკეთილში, 3ა მიკრორაიონის N320 კორპუსის მიმდებარე ეზო და ბორდიური მოწესრიგდა და ასფალტის საფარი 2 700 კვ.მ ფართობზე დაიგო.
ხოლო, მეორე მისამართზე, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში N314, N315 და N316 კორპუსების მიმდებარედ 2 650 კვ.მ ფართობი წესრიგდება; კერძოდ, როგორც გამგეობაში განმარტავენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა.
ხოლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც მესამე მასივში, აეროდრომის მე-11 ქუჩაზე, N3 კორპსუსის მიმდებარედ ხორციელდება, ეზოში ასფალტის საფარი დაგებას, ბორდიურისა და ტროტუარი მოეწყობას ითვალისწინებს.