გორში გორგასლის ქუჩაზე გზას მოაწესრიგებენ

1727

გორში, კომბინატის დასახლებაში, გორგასლის ქუჩაზე ახალი ასფალტის საფარი დაიგება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც გორის მერიაში განმარტავენ, რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში დაიგეგმა, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საიჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა საპროექტო ორგანიზაცია ,,მ-პროქტმა” დაიწყო.

“დასკვნის შესაბამისად, გზაზე ახალი ასფალტის დაგებას, დაახლოებით, 758 000 ლარი დასჭირდება. გზის სიგრძე 829 მ-ია. გამარჯვებული კომპანია თებერვლის ბოლოს გამოვლინდება”, – აცხადებენ მერიაში.