გორის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება (ფოტო)

1530

გორის ციხეზე საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაკვეთით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ გამოცემა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

სამუშაოებს კომპანია ,,არქიტექსი” ახორციელებს. პროექტი ორ ეტაპს მოიცავდა. ჯამში რეაბილიტაციას 450 000 ლარი დაიხარჯა.

მეორე ეტაპის სამუშაოების დროს, გორის ციხის ქვედა გალავანზე შემდეგი სამუშაოები განხორციელდა: არაინვენტარული ხის ხარაჩოს მოწყობა; კედლების გაწმენდა მცენარეებისაგან და ნაყარი მიწისგან; კედლის კონსერვაცია კირ-დუღაბით; კედლის აღდგენა რიყის და ფლეთილი ქვებით კირის დუღაბზე:  საკონსერვაციო ფენის დადება კედლის მთელ პერიმეტრზე; ხარაჩოს დაშლა.

ფოტო: Qartli.ge