მიწის გათხრების შედეგად დაზიანებულ კახნიაშვილის ქუჩას 2 თვის განმავლობაში შეაკეთებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, 315 მ სიგრძის ქუჩა განსაკუთრებით მაშინ დაზიანდა, როდესაც ასფალტბეტონის საფარქვეშ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია დაიწყეს. მათივე ინფორმაციით, გზის ახალი საფარის დასაგებად გორის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 355 000 ლარი და გამარჯვებული კომპანია თებერვლის ბოლოს გამოვლინდება.
საპროექტო ორგანიზაციის ცნობით, მთლიანად გზაზე ფრაქციული ღორღი უნდა შემოიზიდოს, გაიშალოს გზის სავალ ნაწილზე, შემდეგ კი დაიგოს და დაიტკეპნოს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად უნდა მოეწყოს ასფალტის ორფენიანი საფარი.