შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა - მოძრაობა "დაიცავი ბათუმის" წევრები კვირას ბათუმში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. ისინი ითხოვენ, ბათუმის მერიამ არ დაუშვას მაღლივი კორპუსების მშენებლობა ისტორიულ ზონებში და აჭარის მთავრობის თავმდჯომარეობასთან თავმჯდომარეობასთან არსებული ე.წ. ზონალური საბჭო გაუქმდეს. მათი თქმით, ეს საბჭო ქალაქში ინვესტიციების მოზიდვის სახელით, ნგრევას და ჩაბეტონებას უწყობს ხელს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "ჩვენ ყველა უწყებას მივმართავთ და მოვითხოვთ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს ვაანონსებთ. ისტორიული...
თბილისის მერიის მხარდაჭერით, "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა“ (CENN) დედაქალაქში, ნარჩენების სეპარაციის შესახებ საინფორმაციო ბანერები განათავსა. მერიის ცნობით, საინფორმაციო ბანერებზე მითითებულია თუ რა მისამართებზეა განლაგებული ნარჩენების სეპარირების სტენდები. დედაქალაქში უკვე სეპარაციის 25 სტენდი დგას, რომელშიც მოქალაქეებს დახარისხებული ნარჩენების განთავსება შეუძლიათ. კერძოდ, PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. როგორც მერიაში განმარტავენ, ამ სტენდებში მოხვედრილი ნარჩენები მეორად პროდუქტად გადამუშავდება. რაც შეეხება საინფორმაციო ბანერებს,...
ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში სახურავი, საიდანაც შენობაში წყალი ჩამდიოდა შეაკეთეს, თუმცა ახლა სახურავის სხვა ნაწილი დაზიანდა და ამჯერად თოჯინების შესანახი ოთახი, ასევე, გარდერობი ზიანდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "იმ მხარეს, სადაც თოჯინების შესანახი ოთახი და გარდერობი გვაქვს, წყალი მაშინ შევამჩნიეთ, როცა პირველად მოთოვა. ეს ნაწილი მერიის შენობის მხარესაა“, - ამბობს თოჯინების თეატრის დირექტორი რუსუდან სისაური. დირექტორი ამბობს, რომ მას მერიისთვის ოფიციალურად ჯერ...
წინა სტატია ადიგენის სოფელ ბენარაში მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლის მშენებლობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის ტენდერი 2 470 043 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ბენარაში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით), საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტიც მომზადდება და სამშენებლო სამუშაოებიც განხორციელდება. სკოლაში 12 საკლასო ოთახი, სამი კაბინეტი და ერთი ლაბორატორია იქნება. ასევე, მოეწყობა დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია, არქივი, სამასწავლებლო, სასწავლო...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა 13 თებერვლიდან სოფლების აბრებზე არასწორად დაწერილი დასახელებების შესწავლა დაიწყო.  ახალქალაქის მერია აბრებზე შეცდომით დაწერილ დასახელებებს გაასწორებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "ჩავატარე თათბირი, დავავალე შესაბამის სამსახურის თანამშრომლებს, რომ შეისწავლონ ეს ამ საკითხი. ისინი მოივლიან სოფლებს, გადაიღებენ ფოტოებს და სადაც შეცდომით იქნება დასახელება, გავასწორებთ. ისე მოვაგვარებთ საკითხს, რომ ეს მოსახლეობისთვის მტკივნეული არ იყოს“, - ამბობს ახალქალაქის...
წინა სტატია ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ უფროსად დიმიტრი ფაცაცია დაინიშნა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი მუშაობას ოფიციალურად 11 თებერვლიდან შეუდგა. დიმიტრი ფაცაცია მანამდე მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ა(ა)იპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დირექტორმა ნოე პერტაიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 8 თებერვალს დატოვა.
სენაკის მერიამ 2018 წლის პირველი ნოემბრიდან მიმდინარე წლის 29 იანვრის ჩათვლით ჯამში 109 984 ლარის ფულადი ჯილდო და პრემია გასცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. კერძოდ, გამოცემა "ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სენაკის მერიის 92 თანამშრომელზე, პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით, დეკემბერში 65 195 ლარის ფუალდი ჯილდო, ხოლო თანამდებობის 2 პირსა და 7 შტატგარეშე მოსამსახურეზე კი დანამატის სახით 7 070 ლარი...
ახალციხის ბაღებში, გარდა გამოსაშვები ღონისძიებისა, ზეიმებზე მშობლების და ოჯახის წევრების დასწრება აიკრძალა. ასევე, აიკრძალა ბავშვების დაბადების დღეებზე ბაღებში ტორტების მიტანა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის ბაღებში ზეიმები თითქმის ყველა სეზონზე – საახალწლოდ, საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ ეწყობა. ასევე, იმართება გამოსაშვები ღონისძიება, იმ აღსაზრდელებისთვის, რომლებიც საბავშვო ბაღში სწავლას ამთავრებენ. მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ზეიმებზე ლამაზი კაბებისა და მორთულობების გამო ბევრი ბავშვი იჩაგრებოდა, რადგან...
13 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. პროექტებს შორის განხილული იქნა ზუგდიდში გზების მშენებლობაც. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ  ჯანაშიას, ხელაიას, ჩიქობავას, ლაზის, ბარამიას, ქობულეთის, ზვიად გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის და თაბუკაშვილის ქუჩებზე ასფალტს დააგებენ. "ეს ძირითადად ის ქუჩებია, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ვიცით, რომ ზუგდიდში წყალარინებისა და...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ანაკლია-განმუხურში ინფრატრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ საკითხს დეპუტატებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს. კერძოდ, დაგეგმილია ანაკლია-განმუხურის ტერიტორიიდან ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკების დაგება, სპორტული მოედნების მშენებლობა, საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქცია, ველობილიკების მოწყობა და ველოსიპედების შეძენა, სანაგვე ურნების შეძენა, საკანალიზაციო სისტემის, გასახდელების მოწყობა, კაფე-რესტორნის და ამფითეატრის რეკონსტრუქცია. "საკრებულომ მხარი დაუჭირა რეგიონებში განსახორციელებელი...
ზუგდიდის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში დარღვევები აღმოაჩინა. მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ძირითადად მუნიციპალური ქონების განკარგვისა და სახელმწიფო შესყიდვების ნაწილს მოიცავს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მერიაში დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებიათ, თუმცა ცენტრის იურისტის განცხადებით, ხელშეკრულებებზე, რომელზეც აუდიტის სამსახური საუბრობს, ზუგდიდის ყოფილი მერის, პატიმრობაში მყოფი ლაშა გოგიას ხელმოწერებია. შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ...
ელისო ჯანაშია - "ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის" დირექტორი მთელი შეგნებული ცხოვრება თვითმმართველობის დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე მესმის, თავად ვწერ და ვაქვეყნებ სტატიებს, თავად ვარ ჩართული დეცენტრალიზაციის პროცესებში, მაგრამ რომელიმე ხელისუფლება, არათუ ცდილობს ამის რეალობაში განხორციელებას, არამედ კიდევ უფრო ცენტრალიზებულს ხდის ადგილობრივ თვითმმართველობას. არცერთი ხელისუფლება არ ელევა ცენტრალიზებულად მართვის ამ მავნე პრაქტიკას. ხალხიც იმდენად შეჩვეულია უკვე „ზემოდან“ მმართველობას, რომ ადგილზე როცა რაიმე ფუჭდება,...
წინა სტატია მთაწმინდის რაიონში, შინდისში, კომბინირებული სპორტული მოედნის მშენებლობა და მის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაასრულდა. მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან  სპორტული მოედნის მოსაწყობად 319 000 ლარი დაიხარჯა. როგორც გამგეობაში განმარტავენ, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. "სათამაშო ტერიტორია და საფეხმავლო ბილიკი არმირებული ფილებით მოპირკეთდა, რაზეც ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა განათების ქსელი. პროექტის ფარგლებში, მოედნის ირგვლივ არსებულ...
კრწანისის რაიონში, ფონიჭალა 3, კორპუსი N 11-ის მიმდებარედ ახალ სანიაღვრე ქსელს აკეთებენ. როგორც გამგეობაში განმარტავენ, აღნიშნული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ხშირად იტბორებოდა. შესაბამისად, მოსახლეობის თხოვნისა და აუცილებლობის გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყოთ, რომელიც ჟორდანიას ქუჩაზე უკვე არსებულ წყალარინების ქსელს დაუერთდება. "ახალი სანიაღვრე ქსელი N11 კორპუსის მოსახლეობას გადაუჭრის იმ პრობლემას, რომელიც მათ წლების განმავლობაში აწუხებდათ და მოსული ნალექისგან შექმნილი დისკომფორტისგან დაიცავს....
ისნის რაიონში, ნავთლუღში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N153-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შიდა გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის ირგვლივ, ახალი ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, 500 კვ.მ. ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს "არსაკიძე 2000-მა" შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო. ამასთან, როგორც გამგეობაში აცხადებენ, გასულ წელს, აღნიშნულ მისამართზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსებით, წყალარინების...
დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, თბილისის ცენტრალურ გამზირებზე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლა-პატრონობის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მესაკუთრეებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებს ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ. მერის მოადგილემ  მადლობა გადაუხადა კერძო მესაკუთრეებს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ კერძო ტერიტორიებზე დაზიანებული მწვანე საფარის აღდგენის სამუშაოები მათი თანამონაწილეoბით ჩატარდება. მისივე თქმით, ფიტოსანიტარიული ღონისძიებები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ