ბათუმში მაღლივი კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

1172

შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა – მოძრაობა “დაიცავი ბათუმის” წევრები კვირას ბათუმში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. ისინი ითხოვენ, ბათუმის მერიამ არ დაუშვას მაღლივი კორპუსების მშენებლობა ისტორიულ ზონებში და აჭარის მთავრობის თავმდჯომარეობასთან თავმჯდომარეობასთან არსებული ე.წ. ზონალური საბჭო გაუქმდეს. მათი თქმით, ეს საბჭო ქალაქში ინვესტიციების მოზიდვის სახელით, ნგრევას და ჩაბეტონებას უწყობს ხელს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ჩვენ ყველა უწყებას მივმართავთ და მოვითხოვთ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს ვაანონსებთ. ისტორიული სახლების დანგრევა მიმდინარეობს მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ხუთსართულიან სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. გვრჩება განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმონადგენლები კორუფციულ გარიგებაში არიან ჩართული ან ვერ იჩენენ საკმარის გამბედაობას, გათავისუფლდნენ გავლენებისგან და მიიღონ კეთილსინდისიერი, კანონისშესაბამისი და ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები“, – აცხადებს მოძრაობის წევრი რაულ ფატლაძე.

“ისტორიული ნაწილი აუცილებად უნდა იყოს დაცული და მისი ნგრევა შეწყდეს. ვუერთდებით ორგანიზაცია “ბათომის” მოთხოვნას: ბათუმის მერიის და საკრებულოს მიერ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი მათ მიერ მიღებული ვერსიის ნაცვლად “გეოგრაფიკის” კვლევებზე დაფუძნებული დოკუმენტი დაამტკიცონ”, – განაცხადა ფატლაძემ.