კრწანისის რაიონში, ფონიჭალა 3, კორპუსი N 11-ის მიმდებარედ ახალ სანიაღვრე ქსელს აკეთებენ.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, აღნიშნული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ხშირად იტბორებოდა. შესაბამისად, მოსახლეობის თხოვნისა და აუცილებლობის გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყოთ, რომელიც ჟორდანიას ქუჩაზე უკვე არსებულ წყალარინების ქსელს დაუერთდება.
“ახალი სანიაღვრე ქსელი N11 კორპუსის მოსახლეობას გადაუჭრის იმ პრობლემას, რომელიც მათ წლების განმავლობაში აწუხებდათ და მოსული ნალექისგან შექმნილი დისკომფორტისგან დაიცავს. ახალი ქსელის სიგრძე 170 გრ.მ-ია. სამუშაოებს შპს “საქ-მშენი“ მარტში დაასრულებს”, – აცხადებენ გამგეობაში.