დიდუბის რაიონის გამგეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, დიდუბესა და დიღმის მასივში, ათ მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორებს ამონტაჟებს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე - დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მესამე და მე-11 კორპუსებთან, ასევე, მეხუთე კვარტლის მე-11 კორპუსთან, მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან და მესამე კვარტლის 31-ე კორპუსთან მიმდინარეობს.
"პროექტის ფარგლებში, ფიტნეს ზონებზე კაუჩუკის საფარი დაიგება, გადაიხურება და მსურველებს ვარჯიში წლის...
ისნის რაიონში ვაზისუბნის II მიკრორაიონის N19 და N21 კორპუსების მიმდებარედ შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების ირგვლივ ბორდიური და ტროტუარი მოეწყო და ჯამში 880 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.
გზის რეაბილიტაცია, ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით კომპანიამ "არსაკიძე 2000“ განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 35 000 ლარი გამოიყო. ვ
როგორც ისნის გამგეობაში განმარტავენ. მიმდინარე წელს ისნის რაიონის გამგეობა გზების რეაბილიტაციას...
ჩუღურეთის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე კედლებს ამაგრებენ. კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, გამაგრებითი სამუშაოები დოქის შესახვევის N9-ში, 9 ძმის ქუჩის N23-ში, ბაგრატიონის N260ში, ჩეჩელაშვილისN84-ში, ჩეჩელაშვილის N105 სა და N84ა-ს შორის მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო.
"ჩუღურეთის რაიონში, კედლები ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება. ჩვენ ყოველწლიურად ფერდობის და გზის დამჭერ 30-მდე კედელს ვაშენებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც მიწის...
ვაკის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ხუთ მისამართზე ფიტნეს ზონის მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, ფიტნეს ზონები აბაშიძის N22-24, ყაზბეგის N47-49, ანჯაფარიძის N23-ში, შერვაშიძის N8-სა და ნუცუბიძის IV მ/რ N24 კორპუსის მიმდებარედ ეწყობა.
"პირველ ეტაპზე უკვე მომზადდა ტრენაჟორების მოედნების საფუძველი. ამ დროისთვის მოედნების გადახურვა მიმდინარეობს, ბოლოს კი სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდება", - განმარტავენ გამგეობაში.
ვაკის რაიონში ხუთ მისამართზე სადარბაზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოები ფალიაშვილის N32-ში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N25 კორპუსში, III კვარტლის N16 კორპუსში, ასევე, V კვარტლის N2 და VI კვარტლის N38 კორპუსებში არსებულ სადარბაზოებს უტარდება.
"აღნიშნული პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი განაცხადების საფუძველზე დაიგეგმა", - განმარტავენ ვაკის რაიონის გამგეობაში.
წინა სტატია
თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში სამართალდამცველებმა და "ყაზტრანსგაზის“ თანაშრომლებმა მუშაობა დაასრულეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
როგორც გარიკვა, ადგილზე ბუნებრივი აირის გაჟოვნა გამორიცხეს. თუმცა, დამატებითი მოკვლევა მაინც გრძელდება. საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
"დილას სუნი ვიგრძენით სველი წერტილებიდან და მაშინვე დავრეკეთ ყველა შესაბამის უწყებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მშობლებისთვის დაგვერეკა. ბაღებში ქიმიურ ნივთიერებას არ ვიყენებთ, რომ ალერგია არ გამოიწვიოს. დაახლოებით, აცეტონის სუნი...
წინა სტატია
ზუგდიდის სკეიტპარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას 16 თებერვალს გააპროტესტებენ. კერძოდ, საუბარია 120 ნომრიან სასტუმროზე, რომლის მშენებლობაც დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება. აქცია ფეისბუქზე "ზუგდიდი თაიმსის“ ჯგუფში დაიგეგმა.
"მეგობრებო, ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, გვიხარია და ვაფასებთ, როცა ვხედავთ მისი განვითარებისთვის სასიკეთო ძვრებს. მაგრამ ვერ ვიქნებით სირაქლემას პოზაში მაშინ, როცა ვხედავთ რომ მთავრობას ეშლება და ეს ჩვენს ქალაქს აზიანებს. ამიტომ ვფიქრობთ რომ რეკრეაციულ...
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია წლის განმავლობაში 25 სხდომიდან მხოლოდ რვას დაესწრო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოცემა "ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კახაბერ რუსიას 17 გაცდენა აქვს და ყველა მათგანი საპატიო.
ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს სენაკის საკრებულომ ჯამში 25, მათ შორის 13 რიგგარეშე სხდომა გამართა. რაც შეეხება სიტყვით გამოსვლის უფლებას და ინიციატივებს, 2018 წლის განმავლობაში 33 წევრიან საკრებულოში არცერთ...
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის დეკემბერში, ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით ჯამში 117 400 ლარი გაიცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
გამოცემა "ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საჯარო მოხელის შედეგების შეფასების საფუძველზე 86-მა თანამშრომელმა სულ 86 525 ლარი მიიღო. მათ შორის, ჯილდო დაერიცხა მერის პირველ მოადგილეს, კონსტანტინე თოფურიას - 2 025 ლარის ოდენობით. მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა კი 2 600 ლარი...
წინა სტატია
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების, ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ვიცემერის გია გულორდავას საქმის განხილვა დაცვის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. საქმის ხელახალი განხილვა 26 თებერვალს 17:00 საათზე ჩაინიშნა.
ამასთან, გადაიდო მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას საქმის განხილვაც.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ლაშა...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ
ავტორი: თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე
"ტყეში კი ვცხოვრობთ, მაგრამ მგლები ხომ არ ვართ, კულტურა ჩვენც გვინდა",- არზნე სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიანი სოფელია, სადაც 37 წელია, სკოლის აშენებას უშედეგოდ ითხოვენ.
თინა
სოფელში ყველაზე ადრე ის იღვიძებს, თითქმის უთენია, მამლის ყივილთან ერთად. ჩქარობს, შეშა დაჩეხოს, ღუმელი აანთოს და ბავშვებს სითბო დაახვედროს. 75 წლის თინა შაინიძე არზნის დაწყებითი სკოლის დარაჯიცაა, დამლაგებელიც და მეპატრონეც....
ადგილობრივი ხელისუფლებისა და ENPARD-2 -ის ერთობლივი სოციალური პროექტის (PROCEED) ფარგლებში დედოფლისწყაროს ცენტრში გარემონტდა და თანამედროვე, უახლოესი ინვენტარით აღიჭურვა ოთახი, სადაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებას შეძლებენ.
"ახალგაზრდული სახლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე შეიქმნა. დაწესებულებაში აქტივობის განხორციელება მუნიციპალიტეტის 15-დან 29 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია", - განმარტავენ მერიაში.
თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ მერია სპორტის სასახლის მიმდებარედ, ალექსიძის ქუჩაზე 51-სართულიანი კოშკის მშენებლობის წინააღმდეგია.
"მე-5 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე მიმართვა იყო ეკონომიკის სამინისტროსადმი. თუმცა, ბუნებრივია, კითხვა გამოიგზავნა თბილისის მერიაში, რაზეც უარყოფითი პასუხი გაიგზავნება. ამ მასშტაბის, ამ მოცულობის ნაგებობის განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუშვებელია“, – განაცხადა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ ალექსიძის ქუჩაზე კომპანია "ბასილონ გლობალ სერვისი“ თავდაპირველად ორი, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის აშენებას გეგმავდა....
სტატიის გაგრძელება
თბილისში გლდანის ციხესთან ძველი სამარხი აღმოაჩინეს. "პირველი არხის" ინფორმაციით, ციხესთან სანიაღვრე მილი გასკდა, რამაც მიწის ჩამორეცხვა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მოქალაქემ მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები იპოვეს.
დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
იმედინიუსის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ხანძარი იყო. ცეცხლი მესამე სართულზე, დილით გაჩნდა. დაიწვა მერის მოადგილის კაბინეტი და იქ არსებული ტექნიკა, მათ შორის ლეპტოპი და ტელევიზორი.
ხანძარი შემთხვევით გამვლელმა შეამჩნია და სახანძრო სამსახურს აცნობა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროკაბელებიდან გაჩნდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სტატიის გაგრძელება
თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც აღსაზრდელთა მშობლები აცხადებენ, დილიდან სპეციფიკური სუნი შეინიშნებოდა. მათი თქმით, თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ სუნი მილების გაწმენდით იყო გამოწვეული, თუმცა მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მშობლებს შენობიდან ბავშვები გაეყვანათ.
ამ დროისთვის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































