თბილისში გლდანის ციხესთან ძველი სამარხი აღმოაჩინეს. “პირველი არხის” ინფორმაციით, ციხესთან სანიაღვრე მილი გასკდა, რამაც მიწის ჩამორეცხვა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მოქალაქემ მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები იპოვეს.
დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.