ფოთის მერიამ ერთ თვეში 117 400 ლარის ფულადი ჯილდო და დანამატი გასცა

1079

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის დეკემბერში, ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით ჯამში 117 400 ლარი გაიცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

გამოცემა “ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საჯარო მოხელის შედეგების შეფასების საფუძველზე 86-მა თანამშრომელმა სულ 86 525 ლარი მიიღო. მათ შორის, ჯილდო დაერიცხა მერის პირველ მოადგილეს, კონსტანტინე თოფურიას – 2 025 ლარის ოდენობით. მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა კი 2 600 ლარი მიიღო. ჯილდოები მიიღეს მერის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა კატეგორიის სპეციალისტებმა და სტრუტსტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა.

ყველაზე ნაკლები მოცულობის თანხა გაცემულ ჯილდოს შორის 750 ლარია.

ასევე, დეკემბერში გაიცა დანამატიც ორ თანამშრომელზე – 1125-1125 ლარი. სულ 2 250 ლარი.

დანამატი გასცეს შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ 10 პირზეც – 2018 წლის განმავლობაში მათზე დაკისრებულ ფუნქციების ზედმიწევნით, სანიმუშოდ შესრულებისთვის – 9 525 ლარი.

დეკემბერში სახელფასო დანამატი გასცეს სატენდერო კომისიის 11 თანამშრომელზეც – 19 100 ლარი. აქედან, კომისიის თავმჯდომარე მამუკა პაპასკირმა 2 600 ლარი მიიღო, სხვა წევრებზე – პირველი და მეორე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე გაიცა თანხები 2 000, 1 500, 1 200 და 1 100 ლარის ოდენობით.