დიდუბის რაიონის გამგეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, დიდუბესა და დიღმის მასივში, ათ მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორებს ამონტაჟებს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე – დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მესამე და მე-11 კორპუსებთან, ასევე, მეხუთე კვარტლის მე-11 კორპუსთან, მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან და მესამე კვარტლის 31-ე კორპუსთან მიმდინარეობს.
“პროექტის ფარგლებში, ფიტნეს ზონებზე კაუჩუკის საფარი დაიგება, გადაიხურება და მსურველებს ვარჯიში წლის ნებისმიერ დროს შეეძლებათ. ფიტნეს ზონის მოწყობას შპს “გეო-გრინი“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 181 434 ლარი გამოიყო”, – განმარტავენ დიდუბის გამგეობაში.