ვაზისუბანში 2 მისამართზე შიდა გზის რეაბილიტაცია დასრულდა

752

ისნის რაიონში ვაზისუბნის II მიკრორაიონის N19 და N21 კორპუსების მიმდებარედ შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების ირგვლივ ბორდიური და ტროტუარი მოეწყო და ჯამში 880 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

გზის რეაბილიტაცია, ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით კომპანიამ “არსაკიძე 2000“ განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 35 000 ლარი გამოიყო. ვ

როგორც ისნის გამგეობაში განმარტავენ. მიმდინარე წელს ისნის რაიონის გამგეობა გზების რეაბილიტაციას თანმიმდევრულად, ყველა საუბნო ტერიტორიაზე განახორციელებს.