ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს 26 თებერვალს განიხილავენ

870

წინა სტატია

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების, ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ვიცემერის გია გულორდავას საქმის განხილვა დაცვის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. საქმის ხელახალი განხილვა 26 თებერვალს 17:00 საათზე ჩაინიშნა.

ამასთან, გადაიდო მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას საქმის განხილვაც.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა – 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 ლარი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

დეკემბერში ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.