დედოფლისწყაროში ახალგაზრდული სახლი გაიხსნა

865

ადგილობრივი ხელისუფლებისა და ENPARD-2 -ის ერთობლივი სოციალური პროექტის (PROCEED) ფარგლებში დედოფლისწყაროს ცენტრში გარემონტდა და თანამედროვე, უახლოესი ინვენტარით აღიჭურვა ოთახი, სადაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებას შეძლებენ.

“ახალგაზრდული სახლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე შეიქმნა. დაწესებულებაში აქტივობის განხორციელება მუნიციპალიტეტის 15-დან 29 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია”, – განმარტავენ მერიაში.