თბილისის მე-15 საჯარო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

854
თბილისის მე-15 საჯარო ბაღი

წინა სტატია

თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში სამართალდამცველებმა და “ყაზტრანსგაზის“ თანაშრომლებმა მუშაობა დაასრულეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

როგორც გარიკვა, ადგილზე ბუნებრივი აირის გაჟოვნა გამორიცხეს. თუმცა, დამატებითი მოკვლევა მაინც გრძელდება. საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

“დილას სუნი ვიგრძენით სველი წერტილებიდან და მაშინვე დავრეკეთ ყველა შესაბამის უწყებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მშობლებისთვის დაგვერეკა. ბაღებში ქიმიურ ნივთიერებას არ ვიყენებთ, რომ ალერგია არ გამოიწვიოს. დაახლოებით, აცეტონის სუნი იყო. არ ვიცით, რისი ბრალია. მოწამვლა ან ალერგია რომ არ გამოეწვია, გადავწყვიტეთ, დაგვეცალა ბაღი. გამოვიძახეთ “ყაზტრანსგაზი“. თავი დავიზღვიეთ, რადგან გაზი დამხმარე შენობაშია დამონტაჟებული, ხოლო უშუალოდ ბაღის შენობა ცენტრალური გათბობით თბება“, – განაცხადა მე-15 საბავშვო ბაღის დირექტორმა მარიამ კაპანაძემ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძეც.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.