თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც აღსაზრდელთა მშობლები აცხადებენ, დილიდან სპეციფიკური სუნი შეინიშნებოდა. მათი თქმით, თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ სუნი მილების გაწმენდით იყო გამოწვეული, თუმცა მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მშობლებს შენობიდან ბავშვები გაეყვანათ.
ამ დროისთვის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.