სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ერთ წელში მხოლოდ 8 სხდომას დაესწრო

739
SAMEGRELO-ZEMO SVANETI

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია წლის განმავლობაში 25 სხდომიდან მხოლოდ რვას დაესწრო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოცემა “ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კახაბერ რუსიას 17 გაცდენა აქვს და ყველა მათგანი საპატიო.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს სენაკის საკრებულომ ჯამში 25, მათ შორის 13 რიგგარეშე სხდომა გამართა. რაც შეეხება სიტყვით გამოსვლის უფლებას და ინიციატივებს, 2018 წლის განმავლობაში 33 წევრიან საკრებულოში არცერთ დეპუტატს ამ უფლებით არ უსარგებლია და არც ინიციატივა წარუდგენია.