რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახმეტაში, ამ ეტაპზე 8 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ახმეტის მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, პროექტების განსახორციელებლად 1 499 690 ლარია გამოყოფილი.
“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახმეტაში 8 პროექტია დაფინანსებული. პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია დუისი-წინუბნის დამაკავშირებელ გზის, ქალაქ ახმეტაში ოდელაშვილის, ევდოშვილის, ბარათაშვილის, მარჯანიშვილისა და ახმეტის ქუჩების რეაბილიტაცია, სოფელ მატანსა და სოფელ აწყურში კი ჭაბურღილები მოეწყობა. პროექტების...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს არჩილ ხანდამაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მერმა მოადგილის თანამდებობაზე ლელა თევდორაშვილი წარადგინა.
როგორც გურჯაანის მერიაში განმარტავენ, თევდორაშვილი გამოცდილი კადრია და ის "ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელად 12 წელი მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ წელს მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა.
როგორც ბორჯომის მერიაში განმარტავენ, კონკურსის მთავარი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მათი ინფორმაციით, მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
შემუშავებული კონცეფცია უნდა მოიცავდეს: ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების გრძელვადიან ხედვას; ისტორიულ-კულტურული ფუნქციის შენარჩუნება-განვითარებას; პარკის პერსტექტივაში გაფართოების ზონებს; სარეკრიაციო ფუნქციის განვითარებას;...
ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბოლო სამი თვის განმავლობაში კახეთში, ბორჯომსა და აჭარაში საქართველოს მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის ნარჩენების მართვის საკითხებზე სამი ორდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარებს საქართველოს 100-ზე მეტი ჟურნალისტი დაესწრო.
"სემინარების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლების ინფორმირება საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება", - განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის...
"ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს", - ნათქვამია გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ზაფხულის სეზონისთვის კურორტის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამუშაოების პირველი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოები აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები და იქ ჩასული დამსვენებლები უწყვეტი სასმელი წყლით ისარგებლებენ.
სეზონურად კურორტზე, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალი ხშირად იმღვრეოდა, რის გამოც აბასთუმანს წყალი...
ისტორიულ გორის ციხესა და სურამის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს, მიმდინარე პროცესებს გაეცნენ და კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად დავათვალიერეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. აქედან გამოვყოფ გორის ციხეს, სადაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება არქეოლოგიური სამუშაოები, ასევე, გორის ციხეზე წლის ბოლომდე...
სტატიის გაგრძელება
"ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები - "ზუგდიდავტოტრანსჯორჯია”, "ზუგდიდავტოტრანსი” და "სუფთა ქალაქი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ მასალაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბადრი ნემსაძე ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტს” 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.
მათივე ცნობით, ჯამში, სამივე კომპანიასთან 2011-2018 წლებში შემსყიდველ ორგანიზაციებს ტენდერებისა (567 188 ლარის ღირებულების 59 ტენდერი)...
"აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.
"ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იქნა დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები. ეს მოხდება გეგმაზომიერად,...
ისნის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 3 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბის მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, რკინა-ბეტონის კიბეებს ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის I კვარტალში, რაგბის მოედნის მიმდებარედ, ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონის, მესამე კვარტლის N12 კორპუსსა და მშველიძის ქუჩა N16-ის მიმდებარედ აკეთებენ.
"სამუშაოებს, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება, სამივე მისამართზე გამგეობის დაკვეთით, შპს "თეიმურაზ თოდაძე“ ახორციელებს და მათი ჯამური ღირებულება 96 082 ლარს შეადგენს.
გამგეობა აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების...
დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
კერძოდ, ლიფტების განახლება აკაკი წერეთლის გამზირის N99 ა-ში, თევდორე მღვდლის ქუჩა N48-ში, მირცხულავას ქუჩა N10-სა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-14 კორპუსის ორ სადარბაზოში მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეოლიფტი“ აწარმოებს.
"ხუთი ლიფტის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 90 727 ლარი გამოიყო. უახლოეს პერიოდში კი დამატებით...
წინა სტატია
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მოადგილის თანამდებობაზე გამოცემა"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლაშა გვენეტაძე და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე განიხილება.
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში ლაშა გვენეტაძე ადასტურებს, რომ მან ქალაქის მერისგან შეთავაზება მიიღო, თუმცა, გადაწყვეტილი არაფერია.
"იყო კონსულტაციები ამაზე ქალაქის მერთან. სადაც დავჭირდები იქ დავუდგები გიორგი ჭიღვარიას", – ამბობს ლაშა გვენეტაძე.
საკრებულოს წარმომადგენლისგან განსხვავებით, გიორგი ღავათაძე განმარტავს, რომ შემოთავაზება არც ქონია...
წინა სტატია
ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციას გეგმავს და ბულვარის დიზაინს შესარჩევად ფეისბუქზე გამოკითხვას ატარებს.
ბულვარის ყველა ელემენტის სასურველ ვერსიას - შადრევანს, საფეხმავლო ბილიკების ფილებს და სკამებს მოქალაქეები ხმის მიცემით შეარჩევენ. როგორც მერიაში განმარტავენ, ყველაზე მეტი ქულის მქონე ელემენტი ბულვარის პროექტის საბოლოო ვერსიაში მოხვდება, რის შემდეგაც სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.
ხმის მიცემის პროცესი დღეს 15 თებერვლიდან დაიწყო და მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
ხმის...
"2017 წლის არჩევნების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მუშაობას აუდიტის სამსახური პირველად ამოწმებს", - ეს ინფორმაცია "რადიო მოზაიკას" გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ეს გეგმიური შემოწმებაა და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები განსაკუთრებით წინა წლებში განხორციელებული პროექტებით ინტერესდებიან.
"როგორც მახსოვს, არჩევნებამდეც იყვნენ მუნიციპალიტეტში შემოსულები და პერიოდულად აკვირდებიან, როგორ მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება. მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდა,...
ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 თებერვალს, 14:00-დან 15:00 საათამდე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, დროის ამ მონაკვეთში დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები შეიცვლება. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ხიდი ორმხრივად 13 თებერვალსაც გადაკეტეს.
ვახუშტის...
ახალციხეში, რაბათის ისტორიული აბანოების, ასევე, სოფელ ზიკილიაში მეჩეთის სარესტავრაციო სამუშაოებს თურქეთიდან მიწვეული კონსტრუქტორები, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები და რესტავრატორები განახორციელებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
"ოსმალური ძეგლების სპეციფიკა მათ უკეთ იციან, ოშკში კი ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია საქართველოდან წასული რესტავრატორების მიერ ხორციელდება“, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.
ოშკის ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წლის ოთხ მაისს დაიწყო. სამუშაოების დაწყებამდე საქართველოსა და...
წინა სტატია
თბილისში გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის.
"ახლადგამოვლენილი ობიექტის პირველადი დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, შესაძლებელია, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს.
არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება", - განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
შეგახსენებთ,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































