ისნის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 3 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბის მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, რკინა-ბეტონის კიბეებს ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის I კვარტალში, რაგბის მოედნის მიმდებარედ, ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონის, მესამე კვარტლის N12 კორპუსსა და მშველიძის ქუჩა N16-ის მიმდებარედ აკეთებენ.
“სამუშაოებს, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება, სამივე მისამართზე გამგეობის დაკვეთით, შპს “თეიმურაზ თოდაძე“ ახორციელებს და მათი ჯამური ღირებულება 96 082 ლარს შეადგენს.
გამგეობა აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების დაწყებას ნავთლუღის ტერიტორიაზეც გეგმავს, სადაც მოსახლეობის თხოვნით, რკინა-ბეტონის კიბეები დამატებით ოთხ მისამართზე მოეწყობა”, – განმარტავენ ისნის გამგეობაში.