ხვალ ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

1448

ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 თებერვალს, 14:00-დან 15:00 საათამდე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, დროის ამ მონაკვეთში დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები შეიცვლება. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ხიდი ორმხრივად 13 თებერვალსაც გადაკეტეს.

ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია, დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება.