გურჯაანის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

747

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს არჩილ ხანდამაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მერმა მოადგილის თანამდებობაზე ლელა თევდორაშვილი წარადგინა.

როგორც გურჯაანის მერიაში განმარტავენ, თევდორაშვილი გამოცდილი კადრია და ის “ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელად 12 წელი მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ წელს მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.