გორის მერიის საქმიანობას აუდიტის სამსახური სწავლობს

902

“2017 წლის არჩევნების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მუშაობას აუდიტის სამსახური პირველად ამოწმებს”, – ეს ინფორმაცია “რადიო მოზაიკას” გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ეს გეგმიური შემოწმებაა და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები განსაკუთრებით წინა წლებში განხორციელებული პროექტებით ინტერესდებიან.

“როგორც მახსოვს, არჩევნებამდეც იყვნენ მუნიციპალიტეტში შემოსულები და პერიოდულად აკვირდებიან, როგორ მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება. მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდა, პირველად არიან შემოწმებაზე და განსაკუთრებით 2015-2016 წლებში განხორციელებული პროექტების დეტალები აინტერესებთ”, – აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

აუდიტის სამსახური გორის მერიის მუშაობას ბოლოს ზურაბ ჯირკველიშვილის მერობის პერიოდში სწავლობდა. რის შედეგადაც, ყველაზე ხმაურიანი ს.კ “გორის დილაში”-არსებული მდგომარეობა აღმოჩნდა, თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად, მაშინდელ თვითმმართველობას დოკუმენტის შინაარსი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.