ზღვისპირა სოფელი, სადაც მოსახლეობა მოუწესრიგებელ გზაზე გადაადგილდება. ციხისძირში მცხოვრებლები ინფრასტრუქტუის კეთილმოწყობას წლებია ითხოვენ. რატომ არ აქცევს ყურადღებას მუნიციპალიტეტის მერია ოჯახებს, რომელთაგან ერთ-ერთამდე მიღწევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასაც უჭირს? ადგილობრივები ყვებიან, რომ თვითმმართველობას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ. მათივე თქმით, დაპირებებსაც ამ პერიოდში ისმენენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მუნიციპალიტეტში გზები იმ სოფლებში წესრიგდება, სადაც დეპუტატების ნათესავები ცხოვრობენ. ადგილობრივების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ქობულეთის მერიაში. უწყების...
ვერ დავმალავ, რომ ა(ა)იპ-ებში ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ცუდი, - ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.  ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "მუნიციპალიტეტში ყველას ვერ დავასაქმებთ, ა(ა)იპ-ებში ყველას ვერ დავასაქმებთ. თუმცა ვერ დავმალავ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ცუდი. ა(ა)იპ-ებში მომუშავე ხალხი იღებს ხელფასს და...
წინა სტატია ახალქალაქში ბანერებზე შეცდომით დაწერილი სოფლების დასახელებების საქმეში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის დავალებით ჩაერთო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე უწყებასთან ერთად მუშაობენ. მათი თქმით, ინფორმაციის მოძიება და დამუშავება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ენის პალატას და პუბლიცისტ კუკური მეტრეველს სთხოვეს. აბრებზე შეცდომით დაწერილი სოფლების დასახელებების საკითხის შესწავლა უკვე დაასრულა და მასალებს უახლოეს დღეებში სამხარეო...
აჭარის მთავრობაში ახალი საკადრო გადაწყვეტილებები იგეგმება, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის წევრებს განუცხადა, რეგიონის მთავრობაში სიახლე ანტიკორუფციული ხაზის გაძლიერებას უკავშირდება. თორნიკე რიჟვაძემ უწყებებს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურებს გაძლიერებისკენ მოუწოდა. "ანტიკორუფციული ხაზის გაგრძელებისთვის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. ყველა უწყებას მოვუწოდებ, რომ შიდა აუდიტის და...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში დიზელის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე უნდა აიწიოს. მისი თქმით. შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიიღებენ. "რადგან ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევრო 6 დიზელზე მომუშავე ავტობუსები შემოგვყავს, ამისთვის აუცილებელია საწვავი. ყველანაირად მომზადებულები უნდა ვიყოთ. პარალელურად, ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ საწვავის ხარისხის გაკონტროლებაზე. მე მქონდა არაერთხელ საუბარი პრემიერმინისტრთან. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ისანი-სამგორის სპორტულ კომპლექსში არსებული კორტების რეაბილიტაციისთქვის უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება. "დღეს თბილისის მთავრობა იმსჯელებს ისანი-სამგორის სპორტული ცენტრისთვის 300 000 ლარის გამოყოფის თაობაზე, იმისთვის, რომ იქ არსებული კორტების რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს მდებარეობს ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის. ჩვენ გვინდა ისე მოვაწესრიგოთ, რომ იქ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამშენებლო ობიექტების მიმართ მიდგომები გამკაცრდება, რადგან იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. მისითქმით, სამშენებლო ობიექტებზე ჩატარდება ე.წ რეიდები, რათა სამშენებლო ობიექტებზე არსებული სამუშაო პირობები მოულოდნელად გადაამოწმონ. "ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ წელს, მნიშვნელოვანი...
ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ, ცოცხალ მუზეუმს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კრწანისის ტყე-პარკში განაცხადა, სადაც ბიომრავალფეროვნების აღგენის პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა. "ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვერ მოვუარეთ ამ პარკს და რეალურად, მწვანე საფარი ძალიან შემცირდა. წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და თბილისს მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება. კალაძის თქმით, საუბარია 8-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით და WiFi მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WiFi-ს სიგნალით დაფარვას. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ავტობუსები...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ, დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინიციატივას ხმა 30-მა დეპუტატმა მისცა, 6 კი წინააღმდეგ წავიდა. მოწინააღმდეგეთა შორის უმრავლესობის წევრი ლევან ჯაფარიძეც იყო. შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს თაბორის მთაზე თავის საკუთრებაში არსებულ 3000 კვ.მ.-ზე მეტ ფართობის მიწას გადასცემს, სანაცვლოდ კი, მუხიანში, დაახლოებით, 35.000 კვ.მ-ს მიიღებს. რაც შეეხება ღირებულებებს, ორივე...
წინა სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, 20 აპრილს დაგეგმილ "THE GREAT BATUMI RACE-თან" დაკავშირებით ქალაქში საავტომობილო მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე შეიზღუდება, ზოგზე კი აიკრძალება. ქუჩები, რომელზეც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება:  შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე -იუსტიციის სახლიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის კვეთამდე; იუსტიციის სახლიდან - რუსთაველი-კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე. ქუჩები, რომელზეც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება: კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე -რუსთაველის გამზირის კვეთიდან მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთამდე;...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიას ექვს ჯგუფიანი საბავშო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის 1 009 196 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. როგორც მერიაში განმარტავენ, სამუშაოების მეორე ეტაპი, როგორც შენობის კეთილმოწყობას, ასევე, ეზოს მოწესრიგებასა და საბავშვო ატრაქციონების მონტაჟს ითვალისწინებს. სატენდერო წინადადებების მიღება 3 მაისს დაიწყება და 8 მაისს დასრულდება. სამუშაოები კი, ხელშეკრულების დადებიდან 240 დღეში უნდა დასრულდეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში მდინარეს უკვე შეეცვალა კალაპოი ამ ეტაპისთვის კი ქვის გაბიონები ეწყობა, რომელმაც მდინარე ადიდების დროს უნდა შეაკავოს. აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 511 957 ლარი გამოიყო. "სოფელ დამია-გეურარხში მდინარის ადიდების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ნადგურდებოდა, რის გამოც აღნიშნული პროექტის განხორციელება გადაწყდა ", - ამბობენ...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასა და სოფელ კუმისში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 3 379 029 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ გამარჯვებაში 110 ბავშვზე, ხოლო სოფელ კუმისში 90 აღსაზრდელზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება. სატენდერო წინადადებების მიღება 5 მაისს დაიწყება და 10 მაისს დასრულდება. სამუშაოები კი ხელშეკრულების დადებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ერთბრიგადიან სასწრაფო დახმარების ცენტრს აშენებენ. როგორც გარდაბნის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე, საძირკვლისა და რკინა-ბეტონის სვეტების მოწყობა დასრულებულია და ამჟამად სახურავის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება, რომელსა შპს "გლობალ სერვისი+" აწარმოებს 139 964 ლარს შეადგენს. https://www.facebook.com/gardabani.gov.ge/posts/2285950104963097?__xts__=68.ARBHmgZHASDB-KMMkb6CPN_boBs_pCeARVrUb-_tWwCmQr1fyIIc8yioxGfkHdtOI8b6jWdwmbDJz6TBDTHseoJNCYTwK6pY5rx9OALAhmO_9FmeZWc9m-V9NR9ql8WUZziFd8yHddNMGtBtL21fnks3-lvWDwHsx3eXthOY98zPY2LCANLCZmbtc6PX5x7Z2qB1rfSHoeJ-Zq0MMctHONib-HKLC6xhB9Lr_Cg27y8MadJ6tys-tlwiIrrF3FH0ppAKMI6shmwNRq5zGjLTCQwpyuAKQ1ehz-2cnYi2BWeKvACoe59WPcTLHEUvMc35cpANSO9WQfnZCRh_r58JlIzW2Bmq2gPdnjhH_9-Kp_AXwTEbgerHYEAUxvqK-D7fCbKirQe-k9PxE7zPnC5yZNzY6qEuqpfHMeDvzHS-5NdbOIIgxpl2VsguxCr3fjh5y1P4bg9ALwcm4VSQ7gGiCDtp2NSfZQZWvH52d9jFZ7CekAxGKaBlJ8Vsn555MGsZoVIQUJwJnCWSuAW50k-jaNlvMVtIepJ7C8kgFxI0kBA12Q1HNQ&__tn__=-R
ქალაქ ლაგოდეხში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ახალი სტადიონის მოსაწყობად, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 102 146 ლარია გამოყოფილი.  "სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტების დონეს სრულად დააკმაყოფილებს. შეიცვლება მინდვრის ხელოვნური საფარი, გაკეთდება ახალი ღობე, დამონტაჟდება გარეგანათებები და მოეწყობა ფეხბურთისა და კალთბურთის მოედნები, სადაც შესაძლებელი იქნება ჩატარდეს სხვადასხვა სპორტული, გამაჯანსაღებელი ღონისძიებები და აქტივობები", - ამბობენ ლაგოდეხის მერიაში. მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ პროექტზე ტენდერი 17 აპრილს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ