კალაძე: საქართველოში დიზელის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე უნდა აიწიოს

1024

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში დიზელის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე უნდა აიწიოს. მისი თქმით. შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიიღებენ.

“რადგან ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევრო 6 დიზელზე მომუშავე ავტობუსები შემოგვყავს, ამისთვის აუცილებელია საწვავი. ყველანაირად მომზადებულები უნდა ვიყოთ. პარალელურად, ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ საწვავის ხარისხის გაკონტროლებაზე. მე მქონდა არაერთხელ საუბარი პრემიერმინისტრთან. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ საწვავის ხარისხზე დაწესდეს კონტროლი. განსაკუთრებით, დიზელზე, რომელიც სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიური მიმართულებით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ევრო 5-ზე უნდა ავიყვანოთ ეს ხარისხი. სხვა დაბალი ხარისხის საწვავს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოვიდეს. მე ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღებთ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას”,- განაცხადა კალაძემ.