კალაძე: თბილისს მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება

1264

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და თბილისს მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება.

კალაძის თქმით, საუბარია 8-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით და WiFi მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WiFi-ს სიგნალით დაფარვას.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

“მომწოდებელმა ეს ავტობუსები 8-თვიან პერიოდში უნდა შემოიყვანოს და ამისთვის, ხელშეკრულების პირობებით, თბილისის მუნიციპალიტეტი 64 790 000 ლარს გადაიხდის”, – ამბობენ მერიაში.