გორის მერი: ა(ა)იპ-ებში ბევრი ხალხი რომ მუშაობს ცუდი არაა

678

ვერ დავმალავ, რომ ა(ა)იპ-ებში ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ცუდი, – ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.  ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“მუნიციპალიტეტში ყველას ვერ დავასაქმებთ, ა(ა)იპ-ებში ყველას ვერ დავასაქმებთ. თუმცა ვერ დავმალავ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ცუდი. ა(ა)იპ-ებში მომუშავე ხალხი იღებს ხელფასს და ეს ხელფასი მათ ოჯახებს ადგება”, – განაცხადა თავზარშვილმა.

გორის მერის აზრით, მათ არ აქვთ უფლება ააშენონ ქარხნები და შექმნან სამუშაო ადგილები.