ციხისძირში მცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვენ (ვიდეო)

1188

ზღვისპირა სოფელი, სადაც მოსახლეობა მოუწესრიგებელ გზაზე გადაადგილდება. ციხისძირში მცხოვრებლები ინფრასტრუქტუის კეთილმოწყობას წლებია ითხოვენ. რატომ არ აქცევს ყურადღებას მუნიციპალიტეტის მერია ოჯახებს, რომელთაგან ერთ-ერთამდე მიღწევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასაც უჭირს?

ადგილობრივები ყვებიან, რომ თვითმმართველობას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ. მათივე თქმით, დაპირებებსაც ამ პერიოდში ისმენენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მუნიციპალიტეტში გზები იმ სოფლებში წესრიგდება, სადაც დეპუტატების ნათესავები ცხოვრობენ.

ადგილობრივების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ქობულეთის მერიაში. უწყების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ სოფლების გზების კეთილმოწყობა ეტაპობრივად ხორციელდება. მისივე თქმით, ციხისძირში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ერთ კვირაში გამოცხადდება.