რიჟვაძე: ხელმრუდე საჯარო მოხელე განსასჯელის სკამზე უნდა მოხვდეს

726

აჭარის მთავრობაში ახალი საკადრო გადაწყვეტილებები იგეგმება, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის წევრებს განუცხადა, რეგიონის მთავრობაში სიახლე ანტიკორუფციული ხაზის გაძლიერებას უკავშირდება. თორნიკე რიჟვაძემ უწყებებს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურებს გაძლიერებისკენ მოუწოდა.

“ანტიკორუფციული ხაზის გაგრძელებისთვის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. ყველა უწყებას მოვუწოდებ, რომ შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურები გააძლიეროს. ასევე ვაპირებ, უახლოეს დღეებში საკადრო გადაწყვეტილებებს. კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას ვაპირებ. ხელმრუდე საჯარო მოხელე, რომელიც გაბედავს, რომ პარაზიტად გადაიქცეს, უნდა მოხვდეს განსასჯელის სკამზე”, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.