თბილისის მერის თქმით, სამშენებლო ობიექტებზე ე.წ რეიდების ჩატარება აუციელებელია

675

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამშენებლო ობიექტების მიმართ მიდგომები გამკაცრდება, რადგან იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. მისითქმით, სამშენებლო ობიექტებზე ჩატარდება ე.წ რეიდები, რათა სამშენებლო ობიექტებზე არსებული სამუშაო პირობები მოულოდნელად გადაამოწმონ.

“ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ წელს, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღება, აუცილებელია ე.წ რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რომ კიდევ ერთხელ, ადამიანებმა, ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს უნდა გაითავისოს როგორც დამსაქმებელმა, რომელიც კონკრეტულ პროექტს ახორციელებს, ისე დამკვეთმა და იმ ადამიანებმა, ვინც ამ პროექტებზე მუშაობს.