დეპუტატ ბექა ოდიშარიას მერია 35.000 კვ.მ მიწას მუხიანში მისცემს

1109

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ, დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინიციატივას ხმა 30-მა დეპუტატმა მისცა, 6 კი წინააღმდეგ წავიდა. მოწინააღმდეგეთა შორის უმრავლესობის წევრი ლევან ჯაფარიძეც იყო.

შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს თაბორის მთაზე თავის საკუთრებაში არსებულ 3000 კვ.მ.-ზე მეტ ფართობის მიწას გადასცემს, სანაცვლოდ კი, მუხიანში, დაახლოებით, 35.000 კვ.მ-ს მიიღებს.

რაც შეეხება ღირებულებებს, ორივე ნაკვეთი სამხარაულის ბიურომ შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, რაზეც 13 მარტს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ ადგილას მერიისთვის სასტუმროს მშენებლობა მიუღებელია.