ხულოში მიმდინარე არჩევნებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა 7 საჩივარი დაწერეს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ განაცხადა, საარჩევნო უბნებთან "ქართული ოცნების" აქტივისტები ამომრჩეველთა სიებით არიან წარმოდგენილნი. ინფორმაციას ინტერპრესნოუსი ავრცელებს. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებთან სამართალდამცავები და "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან მობილიზებული, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. "წინა დღით მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ 23 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ახლა ამბობენ, რომ შეცდომა არის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მაღალი კვლავ საგარეჯოს ოლქშია, ხოლლო ყველაზე დაბალი - მთაწმინდის ოლქში. ცესკოს ცნობით, საგარეჯოში არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 35,7%-ია (163 ამომრჩეველი). დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია: ადიგენი - 23,1% (260 ამომრჩეველი), წყალტუბო - 22,2% (935 ამომრჩეველი), ზუგდიდი - 20,1% (24 282 ამომრჩეველი), ხულო - 19,5% (4 700 ამომრჩეველი), ახმეტა -...
ზუგდიდში 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან "ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს საარჩევნო სიების ქსეროასლი ჰქონდა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ანა წითლიძემ ამ დარღვევებზე პასუხის გაცემა სთხოვა "ქართული ოცნების“ კოორდინატორს, რის შემდეგაც კოორდინატორმა მას ხელი ჰკრა. სამართალდამცველებმა "ქართული ოცნების“ კოორდინატორი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. ამ წუთებში საარჩევნო 21-ე...
ჭიათურაში არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "ძველი ქალაქი" ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მამუკა სამხარაძის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც რადიოს სამხარაძემ განუცხადა, ამ დროისათვის არცერთ უბანზე საჩივარი არ დაწერილა. "არანაირი დარღვევა არ არის და საჩივარი არ დაწერილა. არის კითხვები ხანდახან და ჩვეულებრივად ვპასუხობთ. 12 საათისათვის უბნებზე 7 ათას 542 ამომრჩეველია მისული, რაც 17,59 პროცენტს შეადგენს"- განაცხადა მამუკა...
წინა სტატია დამკვირვებლების გაძევება კოკის საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერისას მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც საჩივრის წერისას, უბნის თავმჯდომარემ ერთ-ერთი დამკვირვებლის სახელი და გვარი შეცდომით დაწერა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. სამი დამკვირვებელი უბნის დატოვებაზე უარს ამბობდა, რის შემდეგაც თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. გაძევებული დამკვირვებლები ორგანიზაციების, "პოლიტიკისა და სამართლის ობიექტის“, "სსიპ როპისა“ და "აპრიორის“ წარმომადგენლები არიან. მანამდე, კოკში საარჩევნო უბანთან ადმინისტრაციული წესით...
ზესტაფონის ოლქის 26-ე უბანზე, სოფელ სვირში, პოლიციამ  პარტია "თავისუფალი საქართველოს" დამკვირვებელი დააკავა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მათი პარტიის წარმომადგენელმა, სპარტაკ კაპანაძემ აღმოაჩინა, რომ სიაში შეყვანილია ე.წ "მკვდარი სულები", რის შემდეგაც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი და სპარტაკ კაპანაძე დააკავეს. დაკავებული ამჟამად სასამართლოში გადაჰყავთ. "თავისუფალი საქართველო"  სპარტაკ კაპანაძის გათავისუფლებას მოითხოვს და მომხდარის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდის. ზესტაფონში მერის...
მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა, დიდი ალბათობით, პირველ ტურში გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. „მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვონ",- განაცხადა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები იმართება. რიგგარეშე არჩევნებზე...
ზუგდიდის 87 - ე საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და „ოცნების“ კოორდინატროს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "უბნის საარჩვენო სამაგიდო სიები, ამომრჩევლის კონფიდენციალური ინფორმაცია მოხვდა კოორდიონატორების ხელში, როცა ფაქტი დავინახე, ვკითხე მამაკაცს, რომელიც იყო დამკვირვებელი იმ უბანზე თუ როგორ მოხვდა ის სიები მის ხელში, ამ დროს მან დამალა მანქანაში, იძულებული ვიყავი რომ ძალის გამოყენებით ამომეღო ეს სიები რა...
ზუგდიდის სოფელ კოკში, N97 საარჩევნო უბანთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამის მიზეზი კოკის N97 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა, რის გამოც მათი წარმომადგენლები უბიდან გამოაგდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უბანზე ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს გადასცენ, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა. "დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების შემოწმება, მათ შორის, გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა...
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 7 საჩივარი შევიდა. როგორც საოლქოს თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ განაცხადა, საჩივრები წვრილმან საკითხებზეა და ძირითადად პროცედურული ნორმების დარღვევებს შეეხება. "10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ უბნების 5,7% შეადგინა. არჩევნები მშვიდად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს", - განაცხადა ასანიძემ. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის თქმით, მარნეულის თითქმის ყველა უბანზე დარღვევები ფიქსირდება.
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი აგირ მუსტაფაევი აცხადებს, რომ დარღვევებს პარტიის დამკვირვებლები მარნეულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა უბანზე აფიქსირებენ. მისი თქმით, ბევრია ისეთი ფაქტი, როცა გადასატანი ყუთებით იმ ხალხს მიაცემინეს ხმა, ვინც სიაში არ არის. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ამომრცევლის მოსყიდვაზეც საუბრობს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. "სოფელი აღმამედლოში, N77 უბანის შესასვლელთან დგანან ქართული ოცნების კოორდინატორები სიებით და თანხას აძლევენ ხალხს. ამომრჩევლებზე, რომლებიც მოსყიდვაზე...
წინა სტატია “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის ცოლმა არ გააკეთა კომენტარი ამომრჩევლის ბრინჯისა და ზეთით მოსყიდვის ბრალდებაზე. ამის შესახებ რადიო "მარნეული წერს". დარგალი ხმის მისაცემად ცოლთან და შვილებთან ერთად მივიდა. მეუღლის ნაცვლად, ოცნების კანდიდატმა სიცრუე უწოდა ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებებს და განაცხადა, რომ “ოპოზიცია ჩვეულ სტილში მუშაობს” ზაურ დარგალის ენმ-ს პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია ენმ-ს აქტივისტების მხრიდან...
ზუგდიდში კახათის 35-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, უბანზე მისულმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ "ქართული ოცნების" დამკვირვებელს , ქეთავან სორდიას საარჩევნო აკრედიტაცია ჩამოგლიჯა  და კამერების თანდასწრებით მას პროვოკატორი უწოდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ინციდენტის შემდეგ უბანზე მყოფებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ნიკა გვარამიას და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. https://www.youtube.com/watch?v=SCXHUsTpOQY ნიკა გვარამიამ უბანი გინების ფონზე, შეურაცხმყოფელი შეძახილებით დატოვა. https://www.youtube.com/watch?v=FObUn8ySYRI
სტატიის გაგრძელება მარნეულში, კანდიდატის მეუღლე არიგებდა ინდურ ბრინჯს და ზეთს - დღეს ელოდებიან, რომ ინდური ხმები მოვა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა. მან საკუთარი პოლიტიკური არჩევანი მარნეულის მუნიციპალიტეტის N67-ე საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა. როგორც ის ამბობს, მერის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია. თუმცა დასძენს, რომ "ქართული ოცნება " ამომრჩევლებზე ზეწოლას აგრძელებს/ "სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" აგრძელებს აგრესიით, მოსყიდვით...
შემდეგი სტატია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 10 საათისთვის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში, ყველაზე დაბალი კი თბილისში, მთაწმინდის ოლქში დაფიქსირდა. ცესკოს ცნობით, ხუთი ქალაქიდან, რომელშიც დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება, ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია: ხულოში 24 123 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე 2 100 ამომრჩეველი, ანუ 8.7%-ია მისული; ზუგდიდში - 120 837 ამომრჩევლიდან - 9 734, ანუ ამომრჩეველთა 8.1%-ია მისული; ზესტაფონში 54...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ